in

რას სწავლობს Gen Z?

Gen Z – ახალგაზრდები, რომლებიც 1995-2010 წლის შუალედში დაიბადნენ, ახლა უკვე სამუშაო ძალად იქცნენ. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ციფრულ ეპოქაში გაიზარდნენ და ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიენ დინამიკურ სოციალურ ურთიერთობებს. მათი ინტერესების სფერო, სურვილები და მიდგომები წინა თაობებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. გამონაკლისი არც განათლების სფეროა. მაინც, როგორია ზეტ თაობის არჩევანი სწავლასთან მიმართებით? ზეტ თაობის პროფესიონალების 76% ფიქრობს, რომ დღევანდელი სამუშაო რეალობისთვის საჭირო უნარები განსხვავდება წინა თაობებისთვის საჭირო უნარებისგან. ანალოგიურად, სწავლა-განვითარების სპეციალისტების 91% თანხმდება, რომ თანამედროვე სამუშაო ძალისთვის აუცილებელი უნარები შეიცვალა. ამასთან, ზეტ თაობის უმრავლესობა (59%) მიიჩნევს, მათი სამუშაო ამ ფორმით, 20 წლის შემდეგ, უბრალოდ, არ იარსებებს.

ფინანსური დამოუკიდებლობა ზეტ თაობისთვისაც საინტერესოა და კარგად შეუძლიათ იყვნენ პრაგმატულები. ისინი ახლის სწავლას ცდილობენ, თუკი სურთ უკეთ აკეთონ თავიანთი სამუშაო, მიიღონ მეტი შემოსავალი ან დაწინაურდნენ. Glassdoor-ის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა ის სპეციალობები, რომელთა დაუფლებაც ზეტებს სურთ. მაინც, რის სწავლას ამჯობინებენ ზეტ თაობის წარმომადგენლები, დღესდღეობით? როგორც აღმოჩნდა, ამ სფეროების შესწავლა Upway.ge-ზე არის შესაძლებელი. გიამბობთ, რას მოიცავს თითოეული მათგანი.

კოდინგი და ინფორმაციული ტექნოლოგიები – სამყაროს სჭირდება დეველოპერები! ამერიკის დასაქმების ბიუროს სტატისტიკის მიხედვით 2028 წლისთვის კიდევ 13%-ით გაზირდება ამ პროფესიაზე მოთხოვნა. არ აქვს მნიშვნელობა რომელი სფერო გაინტერესებს, ჯანდაცვა, განათლება, მეცნიერება, ფინანსები ტექნოლოგიები – ყველა სფერო საჭიროებს დეველოპერის რესურსს. პროგრამირების მიმართულებით შესაძლოა ნებისმიერ ინდუსტრიაში  განვითარდე და დაიკავო მენეჯერული პოზიცია.

კორპორაციული რეკრუტერი – ორგანიზაციის გამართულად ფუნქციონირებისათვის ადამიანური რესურსების ხელმძღვანელობას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. პანდემიის შემდეგ, განსაკუთრებული ცვლილება დაეტყო ამ სფეროს და ახლებურად გადაფასდა მისი ფასეულობა. როგორც ჩანს, ზეტ თაობას გააზრებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რაც კომპანიას უნდა ჰქონდეს თანამშრომლების მიმართ და სურს იყოს ის დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც ორივე მხარეს დააბალანსებს.

მარკეტინგის მენეჯერი – იმ რეალობაში, როდესაც კომპანიები სულ უფრო ზრდიან მარკეტინგისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს, მარკეტინგის მენეჯერის პროფესია კვლავაც აქტუალურია. ის საზღვრავს საკომუნიკაციო ამოცანებს, დეპარტამენტის სტრუქტურას, ბიუჯეტირებას, კამპანიებს და სხვა. მარკეტინგის მენეჯმენტი უფრო ექსელია, ვიდრე მუდბორდი, უფრო ბიუჯეტის სწორად დაგეგმარებაა, ვიდრე ლამაზი პრეზენტაციის აწყობა, უფრო ოფისში საათობით მუშაობაა, ვიდრე გადასაღებ მოედანზე ღამის გათენება. კურსი განკუთვნილია მარკეტერებისთვის ან მარკეტინგის განათლების მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ შემსრულებლის დონიდან გადავიდნენ მენეჯერის დონეზე და დაიწყონ ორგანიზაციის საკომუნიკაციო მიმართულების მართვა და რესურსების მენეჯმენტი.

მონაცემთა მეცნიერი – ეს მიმართულება მოგცემთ საშუალებას გაეცნოთ მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების შესაძლებლობებს, რაც მოგებაზე ორიენტირებული კომპანიის წარმატებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მონაწილეები სწავლობენ, თუ როგორ გაზარდონ კომპანიის მოგებიანობა მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერებების გამოყენებით. აგრეთვე – როგორ დანერგონ და მოიპოვონ ბიზნესის შესახებ სათანადო მონაცემები.

სოციალური მედია მენეჯერი – ციფრული განვითარების ეპოქაში, სადაც სოციალური ურთიერთობები ვირტუალურ სამყაროში სულ უფრო ინტენსიურად ვითარდება, ზეტ თაობა კარგად ხედავს საკუთარ ფუნქციას. ციფრული საკომუნიკაციო არხების მართვისათვის საჭირო უნარების ათვისება კი ერთ-ერთი პოპულარული და ანაზღაურებადი მიმართულების დაუფლებას ნიშნავს.

პროდუქტის მენეჯერი – ესაა პროფესია მათთვის, ვისაც სურს გახდეს მომხმარებლებზე და პროდუქტის ღირებულებაზე ორიენტირებული პროდუქტის ლიდერი. სწორად განსაზღვროს პროდუქტისა და ბიზნესის პრიორიტეტები და მართოს პროდუქტით დაინტერესებული მხარეები. შექმნას პროდუქტის წარმატებისთვის საჭირო დოკუმენტაცია, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით.

ექაუნთ კოორდინატორი – სამყაროში, სადაც ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად იხვეწება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ადამიანის ქცევისა და ტექნოლოგიების შესწავლა, სხვადასხვა მეთოდების სინთეზირება და ახალი მიდგომების შექმნა. ხელოვნური ინტელექტი, ნეირომეცნიერებასთან ერთად, სინთეზში, საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უფრო მეტად პერსონიზირებული და მომხმარებლის გამოცდილებაზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია.

საკრედიტო ანალიტიკოსი – ფინანსური ინსტიტუტების განვითარების პარალელურად, ეს პროფესიაც აქტუალურია. ფინანსების ანალიტიკური მიმოხილვა მრავალ ვიწრო ჭრილში შეიძლება განიხილებოდეს და ისწავლებოდეს. ყოველ შემთხვევაში, ზეტ თაობისთვის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა.

პროექტის ინჟინერი – ტექნოლოგიურად განვითარებულ ეპოქაში, კონკურენციაც სრულიად განსხვავებულ ჭრილში აღიქმება. რეალობამ პროექტის ინჟინრები სხვა ამოცანების წინაშე დააყენა. თანამედროვე პროექტები ციფრული ხელსაწყოების საშუალებით იქმნება და ვითარდება და ბუნებრივია, რომ ეს პროფესიაც ზეტ თაობის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

ბიზნესის განვითარების სპეციალისტი – ჩვენს რეალობაში ბევრი ადამიანი მენეჯერულ ცოდნასა და უნარებს მხოლოდ სამუშაო პრაქტიკაზე დაყრდნობით იქმნის. დაძაბული მიზნებისა და ცვალებადი გარემოს პირობებში, ახალგაზრდა მენეჯერებს, ხშირად არ აქვთ საკმარისი დრო და საშუალება, გაიმყარონ თეორიული ცოდნა და იმუშაონ შესაბამისი უნარების განვითარებაზე. მართვის თანამედროვე მეთოდების შესწავლა ეხმარება მენეჯერული ცოდნისა და უნარების განვითარებაში, რაც კარიერული და პროფესიული წინსვლის საწინდარია.

აფვეისა და თიბისის შეთავაზების ფარგლებში, VISA/MASTERCARD მოსწავლე/სტუდენტის ბარათების მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ 1 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, აირჩიონ ნებისმიერი სასწავლო კურსი upway.ge-ზე და მომენტალურად დაიბრუნონ თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი.

აკრძალული წიგნების ხუთეული — ნაწარმოებები, რომლებსაც სხვადასხვა დროს უარყოფდნენ

Apple-ის 90-წუთიანი ვიდეო კონცენტრაციაში გვეხმარება — Study with Me