რა შეიძლება ჰქონდეს საერთო ტრაქტორს, შენი საყვარელი კაფეს ფართს და მეგობრის მანქანას, რომლის მსგავსის შეძენაზე შენც გეფიქრება? – ყველაფერი ლიზინგდება, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნებისმიერის დაფინანსებაა შესაძლებელი.
ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მცირე ჩამონათვალია ნივთების, რომელსაც „აქტივს“ ვუწოდებთ და რომლის შესაძენადაც არატრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებზე ფიქრს გთავაზობთ. სწორედ ამ პრინციპით გააერთიანა თიბისი ლიზინგმა საგნები, რომელზეც განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება და შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანისთვის საინტერესო იყოს.
ლიზინგი არ არის მხოლოდ მათთვის, ვისაც ავტომობილის შეძენა სურს და რაღაც მისტიკური ძალით იცის, რა განსხვავებაა სესხსა და ლიზინგს შორის. მეტიც, ლიზინგი შენთვისაა, თუ სტარტაპის წამოწყებაზე გეფიქრება, რომელიმე ბრენდის საქართველოში შემოყვანა გინდა, კომერციულ ფართს ქირაობ და იჯარაში თანხის გადახდით დაიღალე, ან, თუნდაც, შენი სამკერვალოსთვის საკერავი მანქანების განახლება გსურს და დაფინანსება გჭირდება.

„და მაინც, რისი შეძენა შეგიძლია ლიზინგით?“ – ყველაფრის, რაც გსურს და გჭირდება შენ ან შენს ბიზნესს.
მაგალითად, სტომატოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კაბინეტი ერთი-ორად აუმჯობესებს შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და სიზუსტეს, რის პროპორციულადაც იზრდება მომხმარებლის კმაყოფილება. სწორედ ამიტომ, თიბისი ლიზინგის დაფინანსებით ყიდულობენ: 3D ტომოგრაფს, ავტოკლავს, ლაბორატორიულ თუ ინტრაორალურ სკანერსა და სხვა საჭირო აქტივებს.
რესტორატორები სამზარეულოს დანადგარებს, ტურისტულ სექტორში მოღვაწე კომპანიები სათავგადასავლო ტექნიკას, გოლფის მანქანებს, მზის პანელებს თუ სხვა საჭირო ნივთებს იფინანსებენ, როგორც სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მათი საქმიანობის გასავითარებლადაც – ლიზინგი კარგი იდეაა.

ჰოდა, თუ გაქვს იდეა და ბიზნესამდე დასაფარ გზაზე სანდო პარტნიორს ეძებ, ან უკვე განვითარებული საქმიანობის გაუმჯობესება გსურს – თიბისი ლიზინგი მზად არის, ერთი მხრივ, გაგიწიოს კონსულტაცია და შენზე მორგებული აქტივები მოგაძიებინოს, მეორე მხრივ კი, მათ შეძენაში დაგეხმაროს.
და მაინც, შენ რისი შეძენა შეგიძლია ლიზინგით?
[პარტნიორის კონტენტი]












