in

„ელფი“ – ჯიპისის მედიატორი მომხმარებელსა და აფთიაქს შორის

ფარმაცევტული კომპანია“ჯიპისი”ქართულ ბაზარზე მომსახურების ინოვაციურ პროექტს ნერგავს. ელექტრონული ფარმაცევტი ე.წ. „ელფი“ წარმოადგენს ელექტრონულ პანელს, რომელიც „ზღარბი ბარათი“-ს მფლობელებს ინდივიდუალურ შეთავაზებებს უკეთებს.

Kote Gelashviliკოტე გელაშვილი („ჯიპისი“-ს მარკეტინგის მენეჯერი): „ელფი” არის ცალკე მდგომი მონიტორი, რომელშიც ჩატვირთულია კომპიუტერული პროგრამა. აპარატით სარგებლობა მხოლოდ „ზღარბი ბარათი”-ს მეშვეობით ხორციელდება, რომელსაც მომხარებელი ატარებს „ელფი”-ს სკანერზე და ავტომატურად ხდება მომხმარებლის იდენტიფიცირება. ფიზიკური ბარათის გარდა შესაძლებელია ჯიპისის მობილურ აპლიკაციში ჩატვირთული ელექტრონული ზღარბი ბარათის გამოყენებაც. მონიტორი სენსორულია და მასზე ნავიგაცია მარტივი შეხებით ხორციელდება. დღეისათვის, „ელფი”-ს ყველაზე მნიშნელოვანი ფუნქციაა „თვის საუკეთესო შემოთავაზება“, რომლის ჭრილშიც მომხმარებელს ვთავაზობთ 8 კატეგორიის 100-მდე პროდუქტს ყველაზე დაბალ ფასად. შესყიდვისთვის მომხმარებელი ირჩევს კატეგორიას, შემდგომ სასურველ პროდუქტს, ბეჭდავს ქვითარს, რომელსაც წარადგენს ფარმაცევტთან და იხდის შესაბამის თანხას. პროდუქტები ყოველ მომდევნო თვეში იცვლება.

M: როგორ ხდება პერსონალურად ფასდაკლების შერჩევა?

„ელფი“-ს ფუნქციები მომსახურეობის სფეროში ჩვენ მოქმედების არეალს გვიზრდის. ამიერიდან გვექნება საშუალება ინდივიდუალურად მივუდგეთ თითოეულ მომხმარებელს და შევთავაზოთ მისთვის საინტერესო ფასდაკლება. ამჟამად უკვე დამუშავებულია და შიდა ტესტირებას გადის სისტემა, რომელიც უახლოეს მომავალში „ელფის“ და ზღარბი ბარათის დახმარებით ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება. ეს იქნება „თვის შემოთავაზები“-ს უფრო დახვეწილი ვერსია–„ინდივიდუალური ფასდაკლება“, რაც გულისხმობს შემდეგს: როგორც კი მომხმარებელი გაატარებს „ელფი”-ს სკანერზე ბარათს, (ზღარბი ბარათს ჯიპისიში და სითი ქარდს სითი ფარმაში). პროგრამა აანალიზებს მისი შესყიდვების ისტორიას და ამის საფუძველზე სთავაზობს მისთვის საინტერესო პროდუქტზე ინდივიდუალურ ფასდაკლებას.

GPC ElfiM: როგორ გაჩნდა ელფი”-სშექმნის იდეა?

 „ჯიპისი” დაარსების დღიდან გამოირჩევა, როგორც ინოვატორი და თანამედროვე სტანდარტების დამამკვიდრებელი ბრენდი. ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე 2006 წელს მან პირველმა შექმნა ერთგული მომხმარებლებისთვის ლოიალობის ბარათი „ზღარბი“ , რომლის საშუალებითაც დამატებითი სერვისი შესთავაზა მათ და ყიდვის პროცესი უფრო საინტერესო გახადა. მას შემდეგ უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ლოიალობის ბარათები უკვე სხვა კომპანიას აქვთ, ამასთანავე მომხმარებლის მოთხოვნილებები გაიზარდა და მათ დასაკმაყოფილებლად მხოლოდ „ზღარბი ბარათი” საკმარისი აღარ იყო. იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეგვეძლო მომხმარებლის მზარდი მოთხოვნილებები დაგვეკმაყოფილებინა ბევრი გვქონდა, თუმცა, არ იყო შესაფერისი პლატფორმა, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემდა. აქედან გამომდინარე, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ესეთი ელექტრონული პლატფორმა შექმნილიყო და დაიბადა იდეა„ელფი”-ს შესახებ.

M: კონკურენცია ამ ბაზარზე საკმაოდ დიდია. რამდენად ახდენს გავლენას ასეთი შეთავაზებები მომხმარებლის ლოიალობაზე და ახალი მომხარებლების მოზიდვაზე?

საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია და აქ მოწინავე პოზიციების შესანარჩუნებლად აუცილებელია, მუდმივად ფლობდე კონკურენტულ უპირატესობას. „ჯიპისი“-მ ამ უპირატესობის მისაღწევად თავიდანვე აირჩია სტრატეგია – მუდმივად შესთავაზოს მომხმარებელს მომსახურების ინოვაციური გზები, რომელიც დაზოგავს მათ დროს, ფულს და უფრო კომფორტულს გახდის ჩვენს ქსელში ყიდვის პროცესს.
თავის დროზე ამ მიზნით შეიქმენა ზღარბი ბარათიც, შემდგომში ჯიპისის მობილური აპლიკაცია და დღეს უკვე „ელფი“. მეტი ეფექტურობისთვის შევეცადეთ ეს 3 პროექტი აქტიურ კავშირში ყოფილიყო ერთმანეთთან. „ელფი”-ს დახმარებით ჩვენ შეგვიძლია მომხმარებლებს გავუკეთოთ მათ საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური შეთავაზებები. ეს მიდგომა ბევრად უფრო ეფექტურია და მისი დახმარებით მეტი მომხმარებლის დაკმაყოფილებაა შესაძლებელი.

“ლეგოს” არაოფიციალური რეკლამა

FORWARD-ის პრომო ვიდეო, კლუბის შექმნის ისტორია და გეგმები