in

რას ვაკეთებთ ჩვენ უკეთესი მომავლისთვის?!

2022 წელს, კომპანია ორიფლეიმი Financial Times-ის და Statista-ს მიერ დასახელდა, როგორც კლიმატის ლიდერი კომპანია პერსონალური და საყოფაცხოვრებო საქონლის სექტორში, იმ ევროპულ კომპანიებს შორის, რომელთაც მნიშვნელოვნად შეამცირეს სასათბურე გაზების ემისია 2015–2020 წლებში. გასულ წელთან შედარებით ორიფლეიმი რეტინგში დაწინაურდა და ამჟამად #1 ადგილს იკავებს.

სოფიო ბურძგლა, ორიფლეიმ საქართველოს მარკეტინგის და გაყიდვების მხარდაჭერის მენეჯერი

„ჩვენთვის, როგორც შვედური ბრენდისთვის, გარემოსდაცვითი თემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, გავხდეთ კომპანია, რომელიც სრულად შეესაბამება მდგრადი განვითარების პრინციპებს. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა დავიცვათ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და წვლილი შევიტანოთ საზოგადოების ყველა ფენის განვითარებაში. სწორედ ამიტომ, პროდუქციისა და შესაფუთი მასალების შექმნისას, ვცდილობთ, გამოვიყენოთ ბუნებრივი ინგრედიენტები, რომლებიც ყველაზე მკაცრ ეკოლოგიურ ნორმებს აკმაყოფილებს და არ აზიანებს გარემოს. ეკო-მეგობრულია ჩვენი ყველა ბიზნეს ოპერაცია, რომელსაც ვახორციელებთ მსოფლიოს მასშტაბით, ორიფლეიმმა დარგო 7 მილიონამდე ხე 2019 წლის შემდეგ, ტყის აღდგენისა და დაცვის პროექტის ფარგლებში და გვაქვს მრავალი სხვა ინიციატივა რომელზეც ყოველდღიურად ზრუნავს კომპანია.

პასუხისმგებლობიანი მიდგომა გარემოს დაცვის მიმართ აისახება ჩვენს CSR პროექტებზეც და ამის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია 2022 წელს კომპანია ორიფლეიმსა და პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. პროექტი საქართველოში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და უამრავ საინტერესო ინიციატივას მოიცავს. მათ შორის არის ეკო-სკოლების საერთაშორისო პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია 2015-2030 წლების მდგრადი განვითარების მიზნებთან.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ჯერ კიდევ შარშან, გამოცხადდა საინტერესო კონკურსი „გაამწვანე შენი სკოლის ეზო“. კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებს საკუთარი სკოლების ეზო დაესუფთავებინათ და გაემწვანებინათ. პროცესში კი მცენარეების დარგვისა და მოვლის ეტაპებს დაჰკვირვებოდნენ, გასცნობოდნენ, მათზე ზრუნვა ყოველდღიურ ჩვევად ექციათ და ხელი შეეწყოთ გლობალური პრობლემის, კლიმატის ცვლილების შერბილებას.

ორიფლეიმ საქართველო კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციაა, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ სკოლების ნამუშევრების შეფასებაში და რა საკვირველია წავახალისეთ გამარჯვებული სკოლები და მოსწავლეები სპეციალური პრიზებით.“

22 მაისს, ბიომრავალფეროვნების მსოფლიო დღეს გამოვლინდა 6 გამარჯვებული სკოლა და 9 ივნისიდან-16 ივნისამდე ამ სკოლებში ჩატარდა დაჯილდოების ცერემონიალი, გადაეცათ საჩუქრები და მოეწყო შემეცნებითი კუთხეები.

ნომინაციაში „გაამწვანე სკოლის ეზო“ გაიმარჯვეს:

  • სოფელ გურნის საჯარო სკოლამ
  • ახმეტის #2 საჯარო სკოლამ
  • სოფელ დეხვირის საჯარო სკოლამ

ნომინაციაში „დასუფთავებული სკოლის ტერიტორია“ გაიმარჯვეს:

  • სოფელ გუბის საჯარო სკოლამ
  • თბილისის #149 საჯარო სკოლამ
  • ამბროლაურის #1 საჯარო სკოლამ

გამარჯვებულ სკოლებს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავის“ სახელით სპეციალური სიგელები და ეკო-საჩუქრები გადაეცათ, კომპანია ორიფლეიმმა კი მათ შემეცნებითი კუთხე მოუწყო და შესაბამისი ლიტერატურაც გადასცა საჩუქრად.

#keepgeorgiatidy #ecoschoolsgeorgia #oriflamegeorgia #oriflame #embassyofswedenintbilisi #CSR

[პარტნიორის კონტენტი]

კანის ტკიპები ღამით ჩვენს სახეზე მეწყვილეს ეძებენ

Alo-ს ჭკვიანი აქსესუარი სამედიცინო პერსონალის კეთილდღეობაზე იზრუნებს