ადამიანებსა და საკვებს შორის ერთგვარი ინტუიციური დამოკიდებულება არსებობს — თითქოს, კონკრეტული საჭმლის წარმოდგენისას შესაბამისი წარმოდგენები თუ ასოციაციები გვიჩნდება გონებაში. მიტანის სერვისი კომპანია Postmates-მა კი ამგვარი მოცემულობა თავისი კრეატიული კამპანიისთვის გამოიყენა, რომელშიც ეს „ენით აღუწერელი“ გრძნობებია წარმოდგენილი.
ანიმაციურ ვიდეორგოლებში ასახულია, როგორი შეგრძნებაა, როცა სუშის, ცხელ ქათამს, დონატებს და სხვა საჭმელებს ვხედავთ. მათზე ცხრა არტისტი მუშაობდა, რათა ერთმანეთისგან განსხვავებულ სტილში ყოფილიყო წარმოდგენილი მომხმარებელთა გრძნობები და განცდები.