in

რასიზმი თუ პლაგიატი?! – სკანდალი ჩინური სარეცხი საშუალების ახალი რეკლამის გარშემო

რეკლამის შექმნისას რასისტული გადახვევა ან ფანტაზიის არქონაა, ან ყურადღების მიპყრობის გამოცდილი საშუალება. ამ კუთხით, ჩინური სარეცხი საშუალება Qiaobi–სთვის გადაღებული რეკლამა გასულ კვირაში ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა. ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად თავად ხალხმა გაავრცელა და საკმაოდ მწვავე განხილვა დაიწყო: – შეიცავს თუ არა ეს რეკლამა რასისტული დისკრიმინაციის ელემენტს?! ვიდეოში ჩინელი გოგონა, შავკანიან ბიჭს სარეცხ მანქანაში აგდებს, იქიდან კი ჩინელი ბიჭი ამოდის. კამპანიის სლოგანია “ცვლილებები იწყება Qiaobi–სთან ერთად” – თავად განსაჯეთ, თუ რაზეა გაკეთებული აქცენტი.

 

https://www.youtube.com/watch?v=Xq-I0JRhvt4

 

Qiaobi-მ უკვე მოიხადა ბოდიში შექმნილ უხერხულობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ემიჯნება რასისტულ დისკრიმინაციას, თუმცა პრობლემები ამით არ სრულდება. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს რეკლამა უნიჭო პლაგიატია. 10 წლის წინ, ანალოგიურ რეკლამაში, სარეცხ მანქანაში იტალიელი თეთრკანიანი ქალი და მამაკაცი ჩატენეს, იქიდან კი ათლეტური აღნაგობის შავკანიანი მამაკაცი ამოვიდა. მაშინ რეკლამას ფერადი ტანსაცმლის სარეცხ საშუალებას უკეთებდნენ და სლოგანიც ასე ჟღერდა: “ფერადი უკეთესია”.

სააგენტო JCDecaux–მა დამკვეთ კომპანიებზე “შური იძია”

KIA-ს ახალი აპლიკაცია, რომელიც სამსახურში ექსტრემალური სიტუაციიდან გიხსნით