25
Jun
2019

დესკტოპ კომპიუტერი 35 დოლარად – Raspberry Pi 4 

25 Jun 2019

veon
veon


Raspberry Pi Foundation 2009 წელს დაფუძნებული ინგლისური საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც სკოლებში კომპიუტერული მეცნიერებების სწავლებას უწყობს ხელს და აწარმოებს ერთდაფიან კომპიუტერებს Raspberry Pi, რომელიც დიდ ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი კომპიუტერებია. ამჯერად, ორგანიზაციამ დესკტოპ კომპიუტერის მეოთხე ვერსია – Raspberry Pi 4 წარადგინა, მისი ფასი კი 35 დოლარიდან იწყება. მას აქვს 4GB ოპერატიული მეხსიერება, წინამორბედებთან შედარებით სწრაფი GPU (გრაფიკული პროცესორი) და CPU (ცენტრალური პროცესორი), უფრო სწრაფი Ethernet, წვდომა Wi-Fi-ზე, ასევე, HDMI-სა და USB-ს სამი პორტი.

ამ მონაცემების მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მსგავსი მონაცემების მქონე კომპიუტერი უფრო დაბალბიუჯეტიანი მოდელით. Tom’s Hardware’s review-ს ცნობით, მოწყობილობას შეუძლია ბევრ ყოველდღიურ გამოწვევას გაართვას თავი, მაგალითად, გახსნილი ჰქონდეს ერთდროულად 15 ქრომის ფანჯარა, ფოტოედითორ GIMP-ით დაამუშაოს გამოსახულებები, ასევე, Libre Office-ის გამოყენებით, იმუშაოს სხვადასხვა სახის დოკუმენტში. აღსანიშნავია, რომ 100 დოლარის ღირებულების მინიატურულ კომპიუტერებსაც აქვთ მსგავსი შესაძლებლობები. როგორც ტესტირებისას გამოჩნდა, Raspberry Pi 4-ზე YouTube-ის ვიდეოების მთელ ეკრანზე ნახვაც შეგიძლიათ.

Raspberry Pi 4 ხელმისაწვდომია დღეიდან. მისი 1GB, 2GB, ან 4GB ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდელები $35, $45, ან $55 ღირს.

განხილვა