in

დესკტოპ კომპიუტერი 75 დოლარად – Raspberry Pi-ს ახალი შესაძლებლობები

veon
veon

პანდემიამ დისტანციური სწავლების საჭიროება არაერთ ქვეყანაში გაააქტიურა. მათ შორის, ჩვენთანაც და ამ დროს ყველაზე კარგად ჩანს ის სოციალური უთანასწორობა, რომელშიც საზოგადოება და ამ საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი – ბავშვები ცხოვრობენ. კომპიუტერისა და ინტერნეტთან წვდომის არ ქონა დღეს უამრავი მათგანის პრობლემად რჩება. სხვადასხვა ორგანიზაციები მუშაობენ იმისათვის, რომ შესაბამისი პირობების არ მქონე ბავშვები განათლების გარეშე არ დარჩნენ. თუმცა, ბრიტანულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Raspberry Pi Foundation მსგავს პრობლემასთან ბრძოლა ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, მაშინ, როცა ერთდაფიანი დაბალბიუჯეტიანი კომპიუტერების წარმოებაზე მუშაობდა, იმისათვის, რომ სკოლებში კომპიუტერული მეცნიერებების სწავლებისთვის ხელი შეეწყო. ერთდაფიანი კომპიუტერების Raspberry Pi ფასი 35 დოლარიდან იწყება, დღეს კი მის უკანასკნელ მოდელზე გიყვებით, რომელსაც 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება აქვს, ეს კი მომხმარებელს მეტ შესაძლებლობას აძლევს.

გასულ წელს, ბრიტანულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Raspberry Pi Foundation დესკტოპ კომპიუტერი Raspberry Pi 4 გამოუშვა. ამ დროისათვის, მისი მაქსიმალური ოპერატიული მეხსიერება 4GB-ს შეადგენდა. ახლა კი, ცნობილი ხდება, რომ ის გაორმაგდა. ეს აისახა ფასზეც და 8GB-იანი ოპერატიული მეხსიერების მქონე Raspberry Pi 4-ის შეძენა ახლა 75 დოლარადაა შესაძლებელი. მას აქვს ARM-ზე დაფუძნებული CPU (ცენტრალური პროცესორი), Ethernet-ის პორტი, ასევე, HDMI-სა და USB-ს ოთხი პორტი. ის შეგიძლიათ მიუერთოთ ეკანს, როგორც პროცესორი. მისი დახმარებით შეძლებთ როგორც ინტერნეტში შესვლას (Wi-Fi), ასევე ნებისმიერ სხვა მარტივ ოპერაციას. მით უმეტეს, ისეთს, რაც ონლაინ განათლების მისაღებად შეიძლება იყოს საჭირო.

აღსანიშნავია, რომ 8GB საკმაოდ კარგი ოპერატიული მეხსიერებაა, თუ Raspberry Pi-ს ზომასა და ფასს გავითვალისწინებთ. ამ ოპერატიული მეხსიერებით Raspberry Pi მიმდინარე წელს გამოშვებულ ფლაგმან სმარტფონებს და მეტიც, საშუალო დონის კომპიუტერსაც უტოლდება. Raspberry Pi Foundation-ის თქმით, ეს მეხსიერება შესაძლებელს გახდის ეს მინიატურული კომპიუტერი სხვადასხვა პროგრამულ გამოწვევას ეფექტურად გაუმკლავდეს.

600 000 მკითხველი და Feedc-ის ყველაზე დიდი განახლება

nina kobakhidze

ნინა კობახიძე – #პირველისამსახური