in

Raspberry Pi – მოწყობილობა, რომელიც ყველა სახის “ლეგოს” აგურს დამოუკიდებლად ალაგებს

ის კუბიკების სკანირებისა და მისი იდენტიფიკაციისთვის კონვოლუციურ ნეირონულ ქსელს იყენებს

როდესაც ბევრი LEGO აგური გაქვთ, მათი დალაგება დიდ პრობლემას წარმოადგენს – ისინი ხომ ყველა ზომის, ფორმისა და ფერისაა. ეს კი განსაკუთრებით დამღლელია პერფექციონისტებისთვის… ამ პროცესის თავიდან ასაცილებლად, დენიელ ვესტმა შექმნა Raspberry Pi, რომელიც მიმოფანტულ “ლეგოს” აგურებს დამოუკიდებლად დაალაგებს.

მოწყობილობას შეუძლია, დაასკანეროს “ლეგოს” აგური, დაადგინოს მისი სახე, ძირითადი მახასიათებელი და შემდეგ მოათავსოს კონვეირის შესაბამის ყუთში. კუბიკების სწრაფ დალაგებას ხელს უწყობს ფირფიტა, რომელსაც ვიბრაციის ეფექტი აქვს და ის ასევე, უზრუნველყოფს, კამერის მოდულის წინ აგურების სათითაოდ მოხვედრას.

Raspberry Pi აგურის სკანირებისა და მისი იდენტიფიკაციისთვის კონვოლუციურ ნეირონულ ქსელს იყენებს. თანაც სკანერი ცნობს არა მხოლოდ კონკრეტულს (რომლებიც ვესტს ხელთ ჰქონდა), არამედ ზოგადად ნებისმიერ “ლეგოს” აგურს.

ვესტმა იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, რამდენიმე ვიდეოც გამოაქვეყნა.

ელენე გუჯეჯიანი – #პირველისამსახური

როდის და რატომ უნდა ითანამშრომლოთ კონკურენტებთან?