16
Sep
2019

„რას ველოდები!“ – მზის ღმერთი „ზუმერის“ კამპანიის ბოლო ნამუშევარში

16 Sep 2019

Elit Electronics


„იყო და არა იყო რა“ „ზუმერის“ კამპანიის „რას ელოდები?“ ფარგლებში შექმნილი 4 ვიდეორგოლიდან, სეზონის ბოლო ეპიზოდის სახელწოდებაა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სააგენტო „ლივინგსტონმა“ წინა სამ ნამუშევარში ჩადებული სპეციფიკური იუმორი, საბოლოოდ, ძველეგვიპტურ მითოლოგიასთან დაკავშირებული კალამბურით დაასრულა:

დიალოგში ერთ-ერთი პერსონაჟის მიერ მეორისთვის დასმულ კითხვაზე: „რა გჭირს?“ – პასუხია: „მგონი, ლეპტოპი გამიფუჭდა“ და კადრში დამსხვრეულ კომპიუტერს ვხედავთ. მორიგ, კამპანიის ტრადიციულ კითხვაზე: „რას ელოდები?“ – პასუხია: „რას ველოდები…“  და კადრში მოპედზე შემომჯდარი მზის ღმერთი, რა ჩნდება.

„ზუმერული ფასები“, ამ ვიდეოს კონტექსტის შესაბამისად, პირამიდების ფონზე სრულდება.

„ლივინგსტონში“ აცხადებენ, რომ ეს კონკრეტული ნამუშევარი კამპანიის დასასრულისთვის შემთხვევით არ შეურჩევიათ. ჯერ სცადეს, რომ ფრაზა „რას ელოდები?“ მომხმარებლის გონებაში მყარად ჩამჯდარიყო და შემდეგ, თავს უფლება მისცეს, აუდიტორიასთან სიტყვებითაც ეთამაშათ.

მზის ღმერთის გამოჩენას, ალეგორიულად, სათქმელი უნდა გამოეხატა, რომ ხშირად, ის, რასაც ველოდებით, ცხვირწინ გვაქვს და მომენტის შესაძლებლობას არ ვიყენებთ ხოლმე.

იყო და არა იყო რა. მოკლედ რომ ვთქვათ, გასრულდა ესე ამბავი. „ზუმერის“ კამპანიის „რას ელოდები?“ ფარგლებში შექმნილ ბოლო ვიდეორგოლს გთავაზობთ და მარკეტერის მკითხველს მოგმართავთ: უყურეთ, რას ელოდებით?

წინა ნამუშევრების ბმულები:
1. https://www.marketer.ge/ras-elodebi-zoommer-campaign/

2. https://www.marketer.ge/gvino-duduki-botebi-zoommer-2/

3. https://www.marketer.ge/mama-shvili-sonebshi-zoommer/

Client: ZOOMMER 

Agency: Leavingstone

Creative director: Levan Lepsveridze 

Creative team: Beqa Adamashvili, Giorgi Meshveliani Emily Koridze, George Korganov 

Creative Interns: Giorgi Menabde, Giorgi Saltkhutsishvili

Design director: Kakha Kakhadze 

Designers: Nika Minashvili Mariam Epitashvili Dato Msakhuradze Zura Mchedlishvili 

CGI artist: George Korganov 

Strategy director: Nino Kuprashvili 

Strategiest: Dako Meburishvili 

Account director: Eko Chubinidze 

Account manager: Anno Maisuradze 

Production:

Executive Producer: Meli Bagdavadze

Director: Gio Kvlividze

DoP: Tato Kotetishvili

Producer: Tamta Navrozashvili

1st AD: Nini Nozadze

Focus Puller: Giorgi Medulashvili

Production Designer: Polina Rudchik

Designer’s Assistant: Sandro Nadareishvili

Costume Designer: Tina Sharashenidze (Buni)

Wardrobe Stylist: Salome Dumbadze

Casting Manager: Nini Tsikhelashvili

Location Manager: Luka Berozashvili

Sound Operator: Ivane Gvaradze

SFX: Soso Gvasalia

Make up: Veriko Bedeladze

Hair Stylist: Nino Bedeladze

Post-Production:

Visual effects by ANAGRAMA Animation

Color Grader: Nodar Nozadze

Editor/File Manager: Irakli Polski Metreveli

Sound and Music by Post Red Audio

განხილვა