in ,

აღარ გვინდა მეტი ადრიანა ლიმა და ლებრონ ჯეიმსი! – კამპანია #weneedmore სამეცნიერო სფეროს მხარდასაჭერად

რა გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები? ბავშვების უმეტესობას ამ კითხვაზე საკმაოდ ჩამოყალიბებული პასუხები იმ რეალობიდან გამომდინარე აქვთ, რასაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ: წარმატებული კალათბურთელი, როგორიც ლებრონია, ან მოდელი ისეთი გამორჩეული და მოთხოვნადი, როგორიც ადრიანა ლიმაა, ან კიდევ ფეხბურთელი, რომელსაც აუცილებლად ყველაზე კარგი ავტომობილი და ლამაზი მეგობარი გოგონა ჰყავს. თუმცა, იშვიათად თუ მოისმენთ ბავშისგან ისეთ პასუხს, როგორიც მაგალითად, მეცნიერია, ან ფიზიკოსი, ინჟინერი და ა.შ. ზუსტად ამიტომ, Verizon–მა წამოიწყო კამპანია #weneedmore, სადაც ლებრონ ჯეიმსი და ადრიანა ლიმაც მონაწილეობენ.

 

უკვე გვყავს 2,880 პროფესიონალი ფეხბურთელი, 5,800 გამორჩეული მოდელი და 624 საუკეთესო კალათბურთელი. ამიტომ აღარ გვინდა მეტი ადრიანა და კიდევ უფრო ბევრი ლებრონი. გვჭირდება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სფეროს წარმომადგენლები. Verizon–ის ახალი კამპანია არამხოლოდ სამოტივაციო ვიდეორგოლს, არამედ უშუალოდ მხარდაჭერას გულისხმობს. ის ბავშვებს იმ შესაძლებლობებსა და დახმარებას შესთავაზებს, რომელიც მათ ამ სფეროში ინტერესის გასაჩენად და წარმატების მისაღწევად სჭირდებათ.

Cannes Lions honours David Droga with the Lion of St. Mark, the award for outstanding contribution to the creative industry

რევოლუციური გაჯეტი მოუცლელი მშობლებისთვის – ‘ბეიბი ბრაუზერი’ Saatchi & Saatchi Interactive Solutions პოლონეთისგან