in

რატომ აგვიანებს ზოგიერთი ადამიანი ყოველთვის?

თუ თავად არ ხართ ასე, ალბათ, იცნობთ მაინც ისეთ ადამიანს, რომელიც თითქმის ყოველთვის აგვიანებს, არ აქვს მნიშვნელობა, მეგობრებთან მიდის თუ სამსახურის შეხვედრაზე… შესაძლებელია ამ ფენომენის ახსნა? ექსპერტების თქმით, ეს მრავალი ფაქტორით არის გამოწვეული — მათ შორისაა დროის აღქმა, დროის მენეჯმენტი და თავად პიროვნება.

M2
M2

სავარაუდოდ, ტვინში არსებობს მექანიზმი, რომლის შედეგადაც ადამიანები შეხვედრებზე აგვიანებენ. ისინი ვერ აფასებენ იქ მისასვლელად საჭირო დროს, — აცხადებს ჰუგო სპიერსი, კვლევის თანაავტორი.

რეალურად კი ჩვენი ტვინის ერთ-ერთი რეგიონი ჰიპოკამპია პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ ვიმახსოვრებთ, რომ რაღაცები გასაკეთებელი გვაქვს და რამდენი ხანი დასჭირდება ამას… თუმცა რატომ ვერ აღიქვამს ზოგიერთი ადამიანი დროს შესაბამისად ეს გაურკვეველია. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ნაცნობია კონკრეტული ადგილი ინდივიდისთვის. ეს მარტივ პრინციპს ეფუძნება — რაც უფრო ხშირად ვაკეთებთ დავალებას, მით უფრო კარგად ვხვდებით, რამდენი დრო დასჭირდება მას. 

იმასაც ამბობენ, რომ მუსიკა დროის აღქმაში გვიშლის ხელს — კვლევაში ზოგად კითხვებზე პასუხის გაცემისას ზოგიერთმა მონაწილემ ფონური მუსიკის მიხედვით არასწორად შეაფასა დავალების ხანგრძლივობა. ახალგაზრდები ზრდიდნენ დროს, როცა 4 მოკლე სიმღერას ისმენდნენ, 2 უფრო ხანგრძლივ სიმღერასთან შედარებით, რომლებიც დიდების დროის აღქმაზე თითქმის არ ზემოქმედებდა…

გარე ფაქტორებიდან კი ხალხმრავლობაზე უნდა ვისაუბროთ. გასული წლის კვლევაში მონაწილეებს სთხოვეს, განესაზღვრათ, რა დრო დასჭირდებოდათ მატარებლით გადასაადგილებლად — ხალხმრავალ ადგილებში გრძნობდნენ, რომ 10%-ით მეტი დრო სჭირდებოდათ, რის გამოც ამას უსიამოვნო გამოცდილებას უკავშირებდნენ. 

აქ პიროვნულ თვისებებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ადამიანები, რომლებსაც სინდისი ნაკლებად აწუხებთ, ხშირად ივიწყებენ წინასწარ დაგეგმილ ამოცანებს. ის ინდივიდებიც შეგვიძლია ვახსენოთ, რომლებიც მრავალი დავალების ერთდროულად კეთებით არიან დაკავებულნი, თუმცა ამის ახსნა მეტად მარტივია: ბევრ საქმეში რაღაცები გვავიწყდება ხოლმე, რაც უნდა კარგად დაგეგმილი იყოს, ადამიანებს  ყველაფერზე გადასანაწილებლად საკმარისი ყურადღების რესურსი არ გვაქვს. 

თუმცა ის პირები, რომლებიც თავიანთ გრაფიკს ფეხს ვერ უწყობენ, ხშირად ამბობენ, რომ თუ საჭირო იქნება, პუნქტუალურებიც შეიძლება იყვნენ. ეს თუ საჭირო იქნება კი მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როცა უარყოფითი შედეგს წააწყდებიან — მაგალითად, ფრენაზე დაგვიანება. ხოლო 2019 წლის კვლევის თანახმად, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მქონე პირებს დროის მსვლელობის კონტროლი უჭირთ. 

ზოგიერთი ადამიანი კი იმიტომ ვერ მიდის ადგილზე დროულად, რომ ისინი დავალებების შესრულების პროცესს აყოვნებენ. ეს დაყოვნება ხშირად კონკრეტულ დავალებასთან რთულ ემოციურ ურთიერთობასაც უკავშირდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, გაჭიანურებისგან განსხვავებით, დაგვიანება ჩვენს ურთიერთობებზე ზემოქმედებს!

და რა უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ყოველთვის ყველგან აგვიანებენ? აქ ექსპერტები შემახსენებელი ზარების დაყენებასა და კონკრეტული ამოცანებისთვის წინასწარი დედლაინების დაწესებას გვირჩევენ… 

BTU-ში მდგრადობის ლაბი დაფუძნდა

ESA-მ იუპიტერის ყინულოვანი მთვარეების გამოსაკვლევი მისია დაიწყო — ისტორიული მოვლენა