in

რატომ არ იხსნის ჰამბურგლარი ქუდს? — McDonald’s საიდუმლოს ამჟღავნებს

მაკდონალდსის თილისმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მეამბოხე სწორედ ეს ჰამბურგლარია. თუმცა საიდან მოვიდა ის? საიდუმლო მის ქუდში იმალება… 

თურმე ბურგერის ქურდი თავდაპირველად წარმოედგინათ, როგორც ხანდაზმული მამაკაცი ჭაღარა თმითა და წვეტიანი ცხვირით. ამასთან, ის ყოველთვის ატარებდა ქუდს… ახლა კი მაკდონალდსი ოფიციალურად აცხადებს, რატომ არ იხსნის  ჰამბურგლარი ქუდს, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ მაინც. 

აღმოჩნდა, რომ პერსონაჟს მშვენიერი წითელი თმა აქვს, რომელსაც სხვადასხვა გამორჩეული სტილით ატარებს. წარმოიდგინეთ, მისი მშვენიერი თმის დანახვა სხვებსაც რომ შესძლებოდათ, იგი ასეთი წარმატებული ქურდი ნამდვილად ვეღარ იქნებოდა…

Dove-ის ნაცრისფერი კამპანია ასაკობრივ დისკრიმინაციას ებრძვის

ტკბილეული, რომელიც შექმნილია ბედნიერებისთვის