in

მეხუთე ცდაზე ახდენილი ოცნება — რატომ არ უნდა დავნებდეთ?

თუ არდანებებაზე უნდა ვისაუბროთ, მაშინ დაიანა ნაიადის ამბავი უნდა მოვყვეთ, რომელმაც 64 წლის ასაკში კუბადან ფლორიდამდე 100 მილი (160.93 კმ.) გაცურა. მიუხედავად იმისა, რომ მედუზებმაც დასუსხეს, მარილიანი წყლის ყლაპვაც მოუწია, სიმღერაც და ჰალუცინაციებიც ჰქონდა… თანაც ეს მეხუთე ცდა იყო, მანამდე ოთხჯერ იდგა იმავე სანაპიროზე და ლურჯ ჰორიზონტს გასცქეროდა. თუმცა ისიც ახსოვდა, რომ ამ მიზნისთვის მსოფლიოს უდიდესი მოცურავეებიც ბევრს შრომობდნენ და 1950 წლიდან ცდილობდნენ, მიეღწიათ იმისთვის, რაც ნაიადიმ მოახერხა.

bog
bog-mob

პირველი მცდელობა 20 წლისას ჰქონდა და, როგორც იხსენებს, 60 წლის ასაკშიც მასში ეს ოცნება კვლავ ცოცხლობდა, გამუდმებით ოცნებობდა და წარმოიდგენდა, ეს სურვილი სულში სიღრმისეულად ჰქონდა გამჯდარი. თუმცა 60 წლის ასაკში ეს მისთვის ათლეტური მიღწევა კი არ ყოფილა ან ეგოს დაკმაყოფილება, რომ პირველი ყოფილიყო, ნუ ეს თავისთავად არსებობდა მასში, მაგრამ აქ უფრო სხვა კითხვა ისმოდა: კიდევ რამდენს ვიცოცხლებთ? და რის გაკეთებას ვაპირებთ, რათა უკან მოხედვის არ შეგვეშინეს? ან არ ვინანოთ?

თუმცა კლაიდს უპასუხეს, რომ ეს შეუძლებელი იყო. მოცურავის 30-კაციანი ჯგუფი ამ იდეის წინაღმდეგი იყო, მაგრამ მათ შორის ბონიმ, ნაიადის საუკეთესო მეგობარმა თქვა — თუ მაინც აპირებ ამას, მე ბოლოში გნახავ, იქ დაგხვდები და ასე დაიწყო ფინიშამდე მისასვლელი გზის გავლა.

„არცერთი ჩვენგანი გადის ცხოვრებას გულისტკივილის, არეულობების გარეშე და თუ გწამთ და გაქვთ ძალა, ისევ ფეხზე წამოდგეთ, გწამთ, რომ შეუპოვრობა ადამიანის მნიშვნელოვანი თვისებაა, თქვენ იპოვით თქვენს გზას. ბონიმ კი მხრებზე ხელი მომკიდა და მითხრა „მოდი ვიპოვოთ ჩვენი გზა ფლორიდამდე“, — ამბობს ნაიადი.

ამ გზის გავლას კი 53 საათს მოუნდა და მას ინტენსიურ, დაუვიწყარ ცხოვრებისეულ გამოცდილებად აღწერს. ჰყვება, როგორ გრძნობდა ცურვისას ცისფერი პლანეტის დიდებულებას, თან ამ დროს არც შუქებს იყენებენ, რათა მედუზები ან ზვიგენები არ მიიზიდონ, არც ნავი ჩანს, სადაც ნაიადის გუნდია და არც მისი ხელები, რადგან ზღვა ისეთი შავია, როგორიც, ალბათ, არასდროს გექნებათ ნანახი…

თუმცა ფაქტია, მეხუთედ ცადა და გამოუვიდა, არც ოცნება დაივიწყა და არც დანებდა, სწორედ ამიტომ, ახლა ჩვენც გვეუბნება, რომ ოცნებების ახდენა ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია. აქვე ჰენრი დევიდ თოროს სიტყვებს შეგვახსენებს — როცა ოცნებებს აღწევ, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, თუ რას იღებთ თქვენ, არამედ ის, თუ ვინ ხდებით მათი მიღწევისას, ამიტომ იპოვეთ თქვენი გზა…

დანიური თანამედროვე საბავშვო წიგნები ქართულად პირველად ითარგმნა

როგორ გავზარდოთ დიდი პროექტების წარმატების შანსი