მრავალი ფაქტორი არსებობს, რის გამოც კომპანიის ცუდი შედეგები აღმასრულებელ დირექტორებს შეგვიძლია დავაბრალოთ… თუმცა ბოლო კვლევით დასტურდება, რომ ის, თუ როგორ წარმოაჩენენ ლიდერები საკუთარ თავს, საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
23 000 სტატიის ანალიზით დადგინდა, რომ როცა დირექტორები დადებით შედეგებს თავიანთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდნენ, მათ მომავალში ნეგატიური შედეგების მიღებაშიც ხშირად ადანაშაულებდნენ და ამის გამო ათავისუფლებდნენ კიდეც. საპირისპირო სიტუაციასთან საქმე კი მხოლოდ მაშინ გვქონდა, როცა დირექტორები უფრო მოკრძალებულები იყვნენ და კარგი შედეგებს მარტო საკუთარ თავს არ მიაწერდნენ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს პროცესი ფსიქოლოგიური ფენომენითაა განპირობებული, რომელსაც „ღუზის ჩაშვებასაც“ უწოდებენ. მაგალითად, როცა დირექტორი იმისკენ მიგითითებთ, რომ კომპანიის კარგ შედეგებზე, გარე ფაქტორებზე მეტად, მისი სტრატეგიული არჩევანი ახდენს გავლენას, შემდგომში ანალიტიკოსები და საბჭოს წევრები მის უარყოფით შედეგებსაც სწორედ ამას მიაწერენ. შესაძლოა, მსგავსმა მიკერძოებულმა განსჯებმა მედიასა და ფართო საზოგადოების შეხედულებებზეც იქონიოს გავლენა, რაც საბჭოს წევრებს არა მისი მხარდაჭერისკენ, არამედ გათავისუფლებისკენაც კი უბიძგებს. ხოლო „იძულებითი“ აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც მარტო შეძლებს კომპანიის გადარჩენას, რამდენიმე წელში კომპანიის წარუმატებლობაზეც იქნება პასუხისმგებელი…
სწორედ ამიტომ, ლიდერებმა შთაბეჭდილების მართვის გრძელვადიანი გეგმა უნდა შეიმუშაონ. შესაძლოა, კომპანიის წარმატების სრულად მითვისება მაცდური იყოს, მაგრამ როცა სიტუაცია თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდება, ეს სტრატეგია უარყოფითი ეფექტის მქონე გახდება. ამასთან, კვლევითაც დადასტურდა, რომ უფრო მოკრძალებული დირექტორები უკეთეს შედეგებს აღწევდნენ და სამსახურში კარგ ურთიერთობებსაც აყალიბებდნენ.
ანალიტიკოსები იმასაც ეყრდნობიან, თუ რას ამბობენ დირექტორები საკუთარი ნარატივის ჩამოყალიბებისას. მათი ადრეული შთაბეჭდილებები გრძელვადიანი რწმენის საფუძველი ხდება, რასაც მომავალში შეფასებაზეც აქვს გავლენა. ხოლო იდეალურ სამყაროში რომ ვცხოვრობდეთ, ისინი აღმასრულებელ დირექტორებს მრავალმხრივ შეაფასებდნენ, დააკვირდებოდნენ ძველ და ახალ შედეგებს, გაანალიზებდნენ გარე ფაქტორების გავლენას და არ დაეყრდნობოდნენ მიკერძოებულ აღქმებსა თუ მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციას. თუმცა, სამწუხაროდ, თანამედროვე ტენდენციით პრიორიტეტი მოკლევადიან შედეგებს ენიჭება, სადაც ისეთი კულტურა ყალიბდება, რომელშიც საქმე კოგნიტიურ ქმედებებთან გვაქვს…
მეტიც, ამ ყველაფერს სხვა გარემოებაც შეიძლება დაემატოს, რაც აღმასრულებელი დირექტორების სამართლიანად შეფასებაში ხელს შეგვიშლის. კვლევისას დადგინდა, რომ ქალებსა და უმცირესობების წარმომადგენლებს მედია თეთრკანიან მამაკაცებზე მეტად აკრიტიკებდა.
გამოდის, რომ მიკერძოებისგან თავის დაღწევის პასუხისმგებლობა სწორედ საბჭოს წევრებს, ანალიტიკოსებსა და მედიას ენიჭება. მაგრამ ამასთანავე, დირექტორებისთვის, რომელთაც გრძელვადიანი წარმატების მიღწევა სურთ, გონივრული იქნება, თუ კოგნიტიურ საკითხებს გადაუსწრებენ, რითაც გავლენას მათ იმიჯზეც იქონიებენ… ხოლო მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიღწევის საკუთარ თავზე აღება მაცდური საკითხია, როცა საქმე ცუდად წავა, თავმდაბალი ლიდერები დივიდენდების მიღებას წინასწარ მოახერხებენ.
წყარო: HBR