in

რატომ არ ვპოსტავთ პირად ამბებს LinkedIn-ზე

მაშინაც კი, თუ თქვენ არ ხართ აქტიური LinkedIn-ზე, ალბათ გაგიგიათ აღმასრულებელი დირექტორის ისტორია, რომელმაც გამოაქვეყნა სევდიანი პოსტი, როდესაც საუბრობდა ორი თანამშრომლის გათავისუფლებაზე. ეს ამბავი ყველას სწრაფად მოედო და Washington Post-მაც კი გამოაქვეყნა, მაგრამ დღეს ამ თემის ჩაშლას არ ვაპირებთ, უბრალოდ გვაინტერესებს – როგორ იყენებს აუდიტორია LinkedIn-ს დღეს? რა სტანდარტებია ამ პლატფორმაზე და რა ითვლება აქ ზედმეტად პირადულ თემად, რისი გამოქვეყნებაც არ შეიძლება?

გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეტიკეტზე – ჯგუფის წევრებს შორის თავაზიანი ქცევის ჩვეულ კოდექსზე. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მოსაზრება LinkedIn-ის ეტიკეტის შესახებ და რა უნდა გაითვალისწინონ კონტენტ მარკეტინგის პროფესიონალებმა, რადგან ისინი წარმოადგენენ პირად ბრენდს თავიანთ საქმიანობაში.

იცნობდეთ დანიშნულებას

ნებისმიერ ადგილს, სადაც მივდივართ, იქნება ეს ფიზიკური თუ ციფრული, აქვს სოციალური ნორმები და კონსტრუქციები. თუ შეხვალთ ყავის წყნარ მაღაზიაში, სადაც ადამიანების უმეტესობა მუშაობს ლეპტოპზე და ყურსასმენებს ატარებს, თქვენ ალბათ არ დაიწყებთ იქ ხმამაღლა სიმღერას ან ხალხის შეწუხებას, არა? 

ასევე შეგიძლიათ განიხილოთ LinkedIn. იგი დაარსდა, როგორც პროფესიონალთა დამაკავშირებელი ციფრული ქსელი. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ საჯაროდ გააზიარონ თავიანთი რეზიუმე. ბოლო პერიოდში აქ ხშირად ერთმანეთს რჩევებსა და გამოცდილებებსაც უზიარებენ. 

განსაზღვრეთ თქვენი მიზანი

ისევ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს რომ მივუბრუნდეთ, მან მოგვიანებით განაცხადა, რომ უბრალოდ სურდა, ეჩვენებინა, რომ დირექტორებსაც აქვთ გრძნობები, თუმცა მისი გრძნობების გამოქვეყნებამ ცრემლიანი სახის ფოტოსთან ერთად, LinkedIn-ზე გაბრაზება (და დაცინვა) გამოიწვია.

ზღვარი პროფესიულსა და პირადს, შესაბამისსა და შეუფერებელს შორის იდეალურად არ არის გავლებული. თუმცა შეგიძლიათ რამდენიმე კითხვა დასვათ, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი LinkedIn აქტივობა და მიზნები შეეფერება პლატფორმას. 

რატომ გამოაქვეყნეს ეს პოსტი?

თუ ამ აღმასრულებელ დირექტორს სურდა უბრალოდ ეჩვენებინა, რომ მისთვის თანამშრომლების დაკარგვა სულერთი არაა, ეს კარგია, მაგრამ ცრემლიანმა ფოტომ ამბავს სხვა ელფერი მიანიჭა. ჩვენ ვერ დავამტკიცებთ მის განზრახვებს, მაგრამ ერთი კი შეიძლება ვთქვათ, რომ მეტად გავითავისოთ იმ არხის დანიშნულება, სადაც ვპოსტავთ.

LinkedIn არის ადგილი, სადაც თქვენი ქცევა წარმოადგენს როგორც თქვენს პირად ბრენდს. ის ასევე დამსაქმებლის იმიჯზეც მოქმედებს. თქვენ მიერ გაზიარებული სიტყვები და სურათები ასახავს თქვენს ვინაობას, ღირებულებებსა და საქმიანობას.

დაიცავით პიროვნულ-პროფესიული ბალანსი

კრიტიკულად ფიქრი იმაზე, თუ რას აქვეყნებთ ან აკომენტარებთ LinkedIn-ზე, არ ნიშნავს, რომ ის გიკრძალავთ პირადი ინფორმაციის ან გრძნობების გაზიარებას. საუბარია შესაბამისი ბალანსის პოვნაზე, რომელიც ჯდება პლატფორმის კონვენციებსა და ნორმებში. პერსონალურ-პროფესიონალური ბალანსი LinkedIn-ზე ინარჩუნებს მას, როგორც პროფესიონალური თავშეყრის ადგილს, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი კარიერისა და ქსელების გაღრმავებაზე. ცოტაოდენი ადამიანობის გამოვლინება და ბევრი თვითშემეცნება ყველას საუკეთესოდ მოემსახურება ამ პლატფორმაზე.

რას ატარებდნენ 1950-იანი წლების თინეიჯერები ჩანთით? — ნოსტალგიური აღმოჩენა

#CraftYourFutureCareer – ლიბერთის დასაქმების პროგრამა სტუდენტებისთვის