„იმიტომ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია სისწრაფე, სიმარტივე, მოქნილობა. ხართ დამოუკიდებელი, საქმიანი ადამიანი და თანამედროვე ტექნოლოგიები თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“, – „პროკრედიტ ბანკი“.
„დაირექთი“ ახალი ტერმინია ქართულ საბანკო სფეროში. ეს არც წოდებაა და არც ბანკში თქვენს სტატუსს უსვამს ხაზს. დაირექთი თანამედროვე, საქმიანი ადამიანის ყოველდღიური საბანკო ქცევაა, რომელიც ადამიანებს მოქნილ ტექნოლოგიურ გარემოს უქმნის, საბანკო ოპერაციების ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომობისთვის.
დაირექთი 21-ე საუკუნის ბანკია. ზრუნავს თქვენს დროზე და მაქსიმალურად ერგება ფინანსურ საჭიროებებს, მათ შორის, მოულოდნელსაც. დაირექთი მარტივია, რადგან ერთია და მოიცავს ყველაფერს, რაც ბანკთან გაკავშირებთ. დაირექთი ყველგანაა, სადაც გსურთ და ყოველთვისაა, როცა გსურთ.
ტექნოლოგიური პროგრესი განვითარების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია. ის ბიძგს აძლევს ინოვაციას, ბიზნესებს და მათ შორის, ბანკებს უქმნის ახალ შესაძლებლობებსა და მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ, სწრაფ და გამარტივებულ გზებს სთავაზობს. თუ უახლოეს წარსულში ბანკი მხოლოდ ფიზიკური ლოკაცია იყო, ახლა, დახვეწილი ტექნოლოგიებით, ბანკი მუდამ ხელმისაწვდომია ონლაინ სივრცეში.
როდესაც ახალი მომსახურებისთვის შესაფერისი სახელის შერჩევა დავიწყეთ, რთული ამოცანის წინაშე აღმოვჩნდით. პირადი, პირდაპირი, პერსონალური? კიდევ შეიძლება მსგავსი შინაარსის სიტყვების მოძებნა, თუმცა ისინი არც ახალი იქნება, არც განსხვავებული და ვერც სრულად აღწერენ დაირექთ ბანკინგის კონცეფციას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ევროპულ მომსახურებას, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს, ერქვას, უბრალოდ, დაირექთი.
ევროპაში დაირექთ ბანკის შექმნის იდეა მე-20 საუკუნის ბოლოს გაჩნდა. ე.წ კლასიკური ბანკინგის ახალი მიმართულებით განვითარებას ხელი სწრაფმა ტექნოლოგიურმა წინსვლამ და ინტერნეტრესურსის ხელმისაწვდომობამ შეუწყო.
დღეს, როდესაც ინტერნეტი ყველგან და ყველასთვის ხელმისაწვდომია, დაირექთი უკეთესია! გადაწყვიტე, აირჩიე, მართე. იყავი დაირექთი.
[R]