in

რატომ დატოვეს ვიკინგებმა გრენლანდია?

საუკუნეების განმავლობაში გრენლანდიის სამხრეთ სანაპიროზე ვიკინგები ცხოვრობდნენ. როგორც აქამდე ვიცოდით, მისი მწვანე გორაკები თუ ნაყოფიერი მიწები სხვებსაც ძალიან ხიბლავდა, მათ შორის კი სკანდინავიელი მიგრანტებიც იყვნენ. შედეგად, მოსახლეობაც ძალიან გაიზარდა, თუმცა ერთ დღესაც ყველაფერი დასრულდა. თანაც, არც ამის მიზეზი ვიცით, რადგან ბრძოლის ან კონფლიქტის შესახებ ჩანაწერიც არ არსებობს… 

M2
M2

ისტორიკოსები კი მიზეზებს ფართო ჭრილში განიხილავენ, დაწყებული უეცარი შემოსევებითა და შობადობის კლებით, დამთავრებული ეკონომიკური სიდუხჭირითა და კლიმატის ცვლილებით. ისიც ეჭვგარეშეა, რომ ამაზე ბევრი ფაქტორი იქონიებდა გავლენას, მაგრამ ახლა კონსენსუსამდე მივიდნენ და დაასკვნეს, რომ ეს ყველაზე მეტად ტემპერატურის ვარდნის გამო მოხდა, რომელსაც პატარა გამყინვარებასაც უწოდებენ. 

კონკრეტული შედეგის მისაღებად მკვლევარ რეიმონდ ბრედლის გუნდი კოლონიის აღმოსავლეთით არსებულ დასახლებაში გაემგზავრა და სამი წელი ახლომდებარე ტბის ფსკერიდან ნიმუშების აღებაში გაატარა. ნალექის, ბაქტერიებისა და დამპალი მცენარეებისგან კი მათ კლიმატის ცვლილებების 2000 წლიანი ისტორია ამოხსნეს. 

ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ტემპერატურა მცირედ იცვლებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში იგი ძალიან მშრალი გახდა,— ამბობს ბოიანგ ჟაო, გეოლოგი.

ამასთან, იმასაც ვარაუდობენ, რომ გრენლანდიაში კლიმატი მეათე საუკუნეშიც ისეთი ცივი იყო, როგორიც XV საუკუნეში. რაც შეეხება სახელს გრენლანდია, ანუ მწვანე მიწა, ამბობენ, რომ პროპაგანდის ნაწილი იყო და იგი ვიკინგებმა სხვა ადამიანების მოსაზიდად გამოიყენეს. ხოლო ისინი, ვინც კუნძულზე ჩავიდნენ, გრძელ ზამთარს მიეჩვივნენ და ვაჭრობაც კი დაიწყეს. თუმცა გადარჩენა მაინც ექსტრემალურ პირობებში სხვადასხვა პირუტყვისა და კულტურის მოყვანის ცოდნაზე იყო დამოკიდებული. ვიკინგების ცხოვრება კი 985 წლიდან 1400 წლამდე ნამდვილად წარმატებული იყო.

ბუნება დასახმარებლად გვეძახის! – Greenpeace-ის პრინტ კამპანია

Macy’s – პირველი უნივერმაღი ნიუ-იორკში