in

რატომ განვიცდით „გადაწვას“?

სამწუხაროდ სულ უფრო მეტი ადამიანი წუწუნებს „გადაწვის“ პრობლემაზე — ისინი არა მხოლოდ დაიღალნენ, არამედ დაღლის მაქსიმალურ ზღვარს მნიშვნელოვნად გადააჭარბეს. ერთი მხრივ, ამას ზედმეტი მუშაობა, ცხოვრების გიჟური ტემპი იწვევს… მეორე მხრივ კი, „გავლენის არ ქონის“ პრობლემა.

უფრო კონკრეტულად, გადაწვის მთავარი მაპროვოცირებელი ძალა გავლენის ნაკლებობიდან მომდინარეობს. ასე ვთქვათ, როცა ბევრს ვმუშაობთ, უამრავი საქმე და ვალდებულება გვაკისრია, მაგრამ ვხვდებით, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს — საბოლოოდ ვერავინ ამჩნევს ჩვენს ნამოქმედარს თუ შრომას. ყველაფერი ერთ წრეზე მიდის და შედეგები არ იცვლება. სწორედ ეს წარმოშობს იმედგაცრუებას, დაღლას, დემორალიზებასა და უმოტივაციობას.

ამის საპირისპიროდ, როდესაც ჩვენს შრომას მნიშვნელობა აქვს, გარკვეული გავლენებიც მოჰყვება და ირგვლივმყოფები ამჩნევენ, მთელ შესაძლებლობებს დაუღალავად ვიყენებთ. არაფერი გვეზარება, მოტივაციაც დიდი გვაქვს — ვგრძნობთ სისავსეს, ენერგიულობასა და „ყოვლისშემძლეობას“.

აქედან გამომდინარე, „გავლენის მქონე თანამშრომლების“ ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკა ის არის, რომ ყოველთვის საჭირო საქმეს ასრულებენ. კარგად აცნობიერებენ საკუთარ ვალდებულებებს და იციან, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ. ცხადია, აღნიშნულ ფაქტორს დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ დამსაქმებლებმა — ყველა „ვერ გადაარჩენს სამყაროს“, მაგრამ თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, რომ რასაც აკეთებენ, თუნდაც უზომოდ მცირე საქმე იყოს, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწვა დომინოს პრინციპით მოედება მთელ ორგანიზაციას.

ადამიანის კანის უჯრედებისგან ხელოვნური კანი შექმნეს

„ბიზნესი ყველას საქმეა“ — Wall Street Journal-ის კამპანია