in

რატომ გვეშინია კლოუნების? — კვლევა

M2
M2

გეშინიათ ჯამბაზების? თუ ასეა, მარტო არ ხართ. აქ საქმე კულროფობიასთან, ანუ კლოუნების შიშთან გვაქვს და ეს კარგად ცნობილი ფენომენია. კვლევის თანახმად, ეს შიში ბევრ კულტურაში არსებობს, როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში. თუმცა რატომ? ეს იქამდე არ იცოდნენ, სანამ კლოუნების შიშის კითხვარი არ შეადგინეს და საერთაშორისო მასშტაბით 987 ადამიანზე არ გამოცადეს. 

როგორც აღმოჩნდა, რესპონდენტების, რომელთა ასაკი 18-77 წლამდე მერყეობდა, ნახევარზე მეტს ჯამბაზების ეშინოდა. აქ საინტერესო ის არის, რომ თუ სხვა ფობიების შემთხვევაში, როგორებიცაა ცხოველების (3.8%), სისხლისა და აცრების (3%), სიმაღლის (2.8%), წყლისა და ამინდთან დაკავშირებული შემთხვევების (2.3%), დახურული სივრცეებისა (2.2%) და ფრენის (1.3%) მძაფრი შიში, მაჩვენებლები დაბალია, კლოუნების შემთხვევაში ეს 5%-ს აღწევდა.

კვლევა იმასაც ამბობს, რომ ქალებს კლოუნების კაცებზე მეტად ეშინიათ, მაგრამ რა იმალება ამის უკან, ჯერ არ იციან, თუმცა ასე იყო გველებისა და ობობების შემთხვევაშიც… ამასთან, აღმოჩნდა, რომ კულროფობია ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. 

თუმცა მაინც, რატომ ეშინიათ ადამიანებს ჯამბაზების? კითხვარი რვა შესაძლო და დამაჯერებელ ახსნას გვთავაზობს:

  1. კლოუნების მაკიაჟი უცნაურ და საშიშ შეგრძნებას იწვევს, რადგან ასე, ისინი ადამიანებს აღარ ჰგვანან. მსგავსი პასუხი ხშირად გვხვდება თოჯინებისა და მანეკენების შემთხვევაშიც…
  2. კლოუნების სახის გამომეტყველება გვაშინებს
  3. კლოუნების მაკიაჟი ფარავს ემოციურ სიგნალებს და გაურკვევლობაში გვაგდებს
  4. კლოუნის მაკიაჟის ფერები გვახსენებს სიკვდილს, აცრებს, სისხლს და ჩვენში ზიზღის გრძნობას აღვიძებს
  5. კლოუნების არაპროგნოზირებადი ქცევა თავს არაკომფორტულად გვაგრძნობინებს
  6. კლოუნების შიში ოჯახის წევრებისგან დავისწავლეთ
  7. პოპკულტურებში კლოუნების ნეგატიური პორტრეტები გვხვდება
  8. კლოუნთან საშიში გამოცდილება გვაკავშირებს

ცოტა დამაინტრიგებლად ჟღერს ის ფაქტი, რომ კლოუნებთან პირად გამოცდილებას ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა, რაც მიგვითითებს, რომ მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდილება ვერ ახსნის, რატომ ეშინიათ ადამიანებს ჯამბაზების. ამისგან განსხვავებით, კი პოპკულტურებში გავრცელებული ნეგატიურ პორტრეტები უფრო მეტად იწვევდა კულროფობიას. ეს მარტივად გასაგებიცაა, რადგან წიგნებსა და ფილმებში ხშირად აღგვიწერენ მათ.

თუმცა ზოგიერთ ადამიანს Ronald McDonald-ისაც ეშინია, რომელიც სულ არ შექმნილა ამ მიზნით, ეს კი მიგვანიშნებს, რომ რაღაც უფრო ფუნდამენტური ხდება… კონკრეტული ნაშრომი მიზეზად დაფარულ ემოციურ სიგნალებს ასახელებს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მათი ნამდვილი სახის დანახვა, რის გამოც ვერც მათ ემოციურ განზრახვებს ვხვდებით. 

აქ კი სამომავლო კვლევა შემდგომი კითხვების გამოცდის საჭიროების წინაშე დადგა: თუ მაკიაჟი გვაშინებს, ადამიანები, რომლებიც სახეს ცხოველების მაკიაჟით იფარავენ, მსგავს გრძნობებს იწვევენ? ან ხომ არ არსებობს რაიმე ისეთი ჯამბაზების მაკიაჟში, რაც გვაშინებს?

Heinz-ის ახალი რეკლამა იმდენად სწრაფია, რომ თვალი აღქმას ვერ ასწრებს

როგორ იქცა Clip Art კომუნიკაციის ერთ-ერთ ფორმად