in

რატომ გვიჭირს ახალი იდეების მიღება?

M2
M2

როდესაც 1980-იან წლებში საზოგადოებამ პირველი პერსონალური კომპიუტერი იხილა, ზოგიერთ ადამიანს „კომპიუტეროფობია“ განუვითარდა. ეს უკანასკნელი განიხილებოდა იმის შიშად, რომ მანქანური მოწყობილობა ადამიანურ რესურსს ჩაანაცვლებდა ან სრულად დაიმონებდა… ამავდროულად, მოიცავდა რწმენას, თითქოს, კომპიუტერი ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, რასაც მთელი რიგი შფოთვები მოჰყვებოდა.

ამ ფენომენს აქტიურად განიხილავდნენ ფსიქოლოგიურ კვლევებში, ჟურნალებსა და გაზეთებში; ასევე, კომპიუტერულ სასწავლო სახელმძღვანელოებში. ხოლო მეორე მხარეს იდგნენ პერსონალური კომპიუტერის მოყვარულები, რომელთაც გავრცელებული აზრის საწინააღმდეგო მოსაზრებები ჰქონდათ — უბრალოდ, მათ შეშლილებს უწოდებდნენ. ამიტომაც, კომპიუტეროფობიამ 1986 წელს მიაღწია პიკს, შემდეგ კი ნელ-ნელა იკლო, როცა დიდმა მასებმა დაიწყეს მოწყობილობის გამოყენება. აღმოაჩინეს, რომ პერსონალური კომპიუტერი მართლაც შესანიშნავია ახალი რაღაცების შესასწავლად, შემოქმედებითი მუშაობისთვის, სათამაშოდ და ადამიანებთან საკონტაქტოდ.

რა თქმა უნდა, ამგვარი „დაპირისპირება“ მხოლოდ კომპიუტერს არ ეხება — ზოგადად, ტრანსფორმაციული ახალი იდეები ხშირად აწყდება საყოველთაო უარყოფას. მიზეზის ძიება კი სულ ახლახან დაიწყეს იუტას უნივერსიტეტის მეცნიერმა უეინ ჯონსონმა და კორნელის უნივერსიტეტის კრეატიულობის მკვლევარმა დევონ პრადფუტმა.

„დიდი ხნის განმავლობაში კვლევები იმაზე იყო ფოკუსირებული, თუ როგორ იქმნება ახალი იდეები; რა არის საიდუმლო ფორმულა საუკეთესო იდეების გენერირებისთვის? ვფიქრობ, პრობლემა სულ სხვა რამაა — უამრავი იდეა არსებობს, მაგრამ ხალხს მიმღებლობა უჭირს. სწორედ ეს გვაბრკოლებს“, — განმარტავს დევონი. უახლესი კვლევის ფარგლებში კი მათ სატელევიზიო შოუ Shark Tank-ის 2015 წლის ჩანაწერები შეისწავლეს.

როგორც დაადგინეს, რაც უფრო ახალი, ინოვაციურია იდეა, მით უფრო მეტი ადამიანი არ ეთანხმება მის პოტენციურ ღირებულებას. ამავდროულად, იმატებს რისკის იმპულსიც, რაც ავტომატურად წინააღმდეგობას წარმოქმნის. სხვა სიტყვებით, ადამიანები იმის მიხედვით აკეთებენ დასკვნებს, იზიარებს თუ არადა იდეას ხალხის დიდი მასა. „უბრალოდ, ასე შეიძლება ბევრი ღირებული კონცეფცია დაიკარგოს, ვერ განხორციელდეს. ამიტომაც, უფრო თამამები უნდა ვიყოთ მიმღებლობის მხრივ“.

LEGO-ს უიშვიათესი ოქროს ნიღაბი საწყობში შემთხვევით აღმოაჩინეს

რა ხდება პირველად ბათუმში?