ჩვენ ვიცით, რომ ღამით ძილი ორგანიზმისთვის სასარგებლოა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ეს პროცესი უფრო რთულდება… ამერიკელი მეცნიერებისთვის კი მნიშვნელოვან ამოცანას სწორედ უძილობის გამომწვევი მიზეზების დადგენა და მასთან გამკლავების გზების პოვნა წარმოადგენს.
კვლევის ფარგლებში განსაზღვრეს, თუ რამდენად იყო ჩართული ტვინის მიკროსქემები თაგვების ძილისა და სიფხიზლის რეგულირებაში. ეს კი მათი ვარაუდით, ჩვენთვის უკეთესი მედიკამენტების დამზადების საშუალებასაც მოგვცემს.
ძილის ნაკლებობა დაავადებების რისკს ზრდის, იქნება ეს ჰიპერტენზია, გულის შეტევები, დიაბეტი, დეპრესია, ალცჰაიმერი თუ სხვა. უძილობას კი ხშირად ჰიპნოტიკის სახელით ცნობილი წამლებით მკურნალობენ, თუმცა რაც უფრო ასაკში შევდივართ, იგი ნაკლებ ეფექტური ხდება…
სწორედ ამიტომ, მკვლევრებმა ჰიპოკრეტინების გამოკვლევა გადაწყვიტეს — ეს ტვინის ძირითადი ნივთიერებებია, რომლებიც მხოლოდ ნეირონების მცირე ჯგუფის მიერ თავის ტვინის ჰიპოთალამუსში წარმოიქმნება, რეგიონში, რომელიც თვალებსა და ყურებს შორის მდებარეობს.
შედეგად, ჯერ კიდევ 1998 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჰიპოკრეტინები ისეთ სიგნალებს გადასცემს, რომლებიც სიფხიზლის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. წინა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ადამიანებში, ძაღლებსა და თაგვებში ჰიპოკრეტინების დეგრადაცია ნარკოლეფსიას, ანუ ძილიანობას იწვევდა. კვლევისას 18 თვის თაგვებმა, 3 თვის თაგვებთან შედარებით, ჰიპოკრეტინის დაახლოებით 38 პროცენტი დაკარგეს. ეს კი მათ სიფხიზლისკენ უფრო მიდრეკილს ხდიდა.
ამის მიზეზი, შესაძლოა, დროთა განმავლობაში “კალიუმის არხების” გაუარესებაც იყოს, რომელიც ბიოლოგიურ პროცესებზეა პასუხისმგებელი და მრავალი ტიპის უჯრედის ფუნქციისთვის სასიცოცხლო როლს ასრულებს…