in

რატომ გვიზიდავს „საყვარელი კონცეფცია“?

გასული ხუთი ათწლეულის განმავლობაში იაპონური კომპანია Sanrio-ს მიერ წარმოებული Hello Kitty $89-მილიარდიან იმპერიად იქცა. ის უამრავი წარმატებული ვარსკვლავის ყურადღების საკულტო ბრენდად იქცა — საყვარელი კატის დახვეწილი აქსესუარები მაღალი მოდის ნაწილადაც კი მოგვევლინა. მისი იდენტობა კი „საყვარელ“ კონცეფციაც ეფუძნება, რომელიც ჰელოუ ქითის დაახლოებით 1000 წლით უსწრებს.

აღნიშნული კონცეფციის ერთ-ერთი ადრეული ნიმუში მე-11 საუკუნით თარიღდება, როდესაც იაპონელმა მწერალმა სეი შონაგონმა ესეების კრებული ცხოვრების პატარა, მომხიბვლელ დეტალებს მიუძღვნა. რა თქმა უნდა, „საყვარელი“ კულტის მეინსტრიმად ქცევას ასობით წელი დასჭირდა, აღმავლობა კი მე-19 საუკუნეში დაიწყო — მასობრივი წარმოების ტექნიკის განვითარებასთან ერთად, რაც ვიზუალების სწრაფად შექმნისა და რეპროცუდირების საშუალებას იძლეოდა.

დაახლოებით იმავე დროს მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება: ტრენდად იქცა შინაური ცხოველების ყოლა. შესაბამისად, კატაც საყვარელი არსების განსახიერებად იქცა. ხოლო უკვე 200 წლის შემდეგ ინტერნეტმა დამატებითი გავლენა იქონია — ემოჯებით, საყვარელი მიმებითა და ფილტრებით თუ ეფექტებით. ამიტომაცაა, რომ „საყვარელი კულტურა“ გლობალურ ფენომენად მოგვევლინა, თუმცა გლობალური ესთეტიკა აკლია. „ძალიან საბაზისო დონეზე სხვადასხვა კულტურაში ესა თუ ის ცხოველი მიმზიდველად ითვლება. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მეტისმეტად ბავშვურად მიიჩნევა, ხოლო იაპონიაში ზრდასრულებიც მოხიბლულები არიან“, — განმარტავს კლერ კატელარი, Hello Kitty-ის უახლესი გამოფენის კურატორი.

აღნიშნული კონცეფციის პოპულარობას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. მათ შორისაა ემოციური კავშირი — „საყვარელი“ პროდუქცია ადამიანებში იწვევს სითბოს, სიხარულისა და კომფორტის განცდას. ეს პოზიტიური ემოცია იმდენად ძლიერია, რომ ხშირად ჩნდება მიჯაჭვულობის გრძნობაც.

ამავდროულად, აღძრავს ხელმისაწვდომობასა და ნაცნობობას — საყვარელი ცნებები ადვილად ასათვისებელი და ფართოდ გასაგებია სხვადასხვა კულტურაში თუ ასაკში. შესაბამისად, გაცილებით ფართო აუდიტორიასაც ფარავს.

საერთო ჯამში, კონცეფცია პოპულარულია, რადგან ის აერთიანებს ადამიანის რამდენიმე ფუნდამენტურ ემოციას და უპირატესობებს სთავაზობს როგორც ბრენდებს, ისე მომხმარებლებს.

2 ახალი ქართული ბრენდი და ბიჭოლას უკრაინული ამბავი

HMD ბარბილენდის სმარტფონს ქმნის