in

რატომ გვშია ჭამის შემდეგ? — კვლევა

როცა გშია, შენ შენ რომ არ ხარ ეს უკვე კარგად ვიცით, მაგრამ, როგორც ჩანს, უკვე იმის მეცნიერული ახსნაც მოიძებნება, თუ რატომ ვეძებთ ღამით მაცივარში სასუსნავებს. თანაც მაშინ, როცა დანაყრებული ვართ და მაინც გვინდება კიდევ რაღაცის ჭამა… მეცნიერები ამბობენ, რომ როცა დანაყრებული ვართ, ჩვენი ჭამის იმპულსები ტვინის კონკრეტული ნაწილით აქტიურდება და არა ჩვენი მუცლით. ეს მიგნება კი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ექიმებს კვებითი დარღვევების მკურნალობაში შეიძლება, დაეხმაროს. 

M2
M2

რეგიონს, რომელსაც ჩვენ შევისწავლით, PAG ეწოდება — თავის ტვინის ღეროშია მოქცეული და საკმაოდ ძველია ევოლუციურ ისტორიაში. სწორედ ამის გამო, თაგვებსა და ადამიანებში ფუნქციურად ერთნაირია, — აცხადებს ავიშეკ ადიკარი, მკვლევარი.

მართალია, ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების წინააღმდეგი ვართ, მაგრამ მეცნიერება კვლავ მიმართავს ამ ხერხს… თუმცა ამაზე საუბარი ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, კონკრეტული კვლევის შედეგებს გაგაცნობთ —  როცა PAG უჯრედები გააქტიურდა დანაყრებულ თაგვებში, მათ კვლავ დაიწყეს საკვებზე ნადირობა, მათ შორის ცხიმიან საკვებზეც, რასაც მეცნიერები ღამით რომ ვდგებით და მაცივრისკენ მივაშურებთ, რაღაც გვიანი ხემსი ან ტკბილი დესერტი რომ გვინდება, იმას უკავშირებენ. როგორც ამბობენ, როცა PAG ნეირონები გააქტიურებულია, მცირე ელექტროშოკების მსგავს რაღაცას განვიცდით, რათა საკვები მივიღოთ. ექსპერიმენტის შედეგად დაასკვნეს, რომ ამ სტიმულაციის შედეგად მეტად თავგადასავლების მოყვარულებიც ვხდებით…

„შედეგების მიხედვით, ქმედება დაკავშირებულია უფრო მეტად სურვილის ქონასთან, ვიდრე შიმშილთან. შიმშილი ავერსიულია — ანუ თაგვები თავს აარიდებდნენ შიმშილის გრძნობას, ეს რომ შეეძლოთ. თუმცა პირიქით, ისინი ამ უჯრედების გააქტიურებისკენ ისწრაფვიან და ეს წრედი შიმშილს არ იწვევს. სანაცვლოდ, ვფიქრობთ, რომ ეს წრედი მაღალკალორიული საკვებისკენ სწრაფვას იწვევს. ამ უჯრედებმა, შესაძლოა, შედეგად მოგვცეს ის, რომ თაგვები მაღალკალორიულ საკვებს უფრო მეტად შეჭამენ მაშინ, როცა მშივრები არ იქნებიან, — განმარტავს ადჰიკარი.

ვინაიდან ნეირონის უჯრედის მსგავსი სტრუქტურაა ჩვენს ტვინში, ეს მკვლევრებს საშუალებას აძლევს, გვითხრან, რომ ზუსტად ასეთი პროცესი მიმდინარეობს ჩვენს ტვინშიც. როგორც ჩანს, PAG ტვინის წრეს შეუძლია, ჩვეულებრივ იმპულსებს გადააბიჯოს, რომელიც გვკარნახობს, რა და როდის ვჭამოთ, განსაკუთრებით კი არაჯანსაღი საკვების შემთხვევაში. ეს მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომელიც მომავალში კვების ქცევის მრავალი მახასიათებლის დადგენაში დაგვეხმარება…

OpenAI-მ ხმის კლონირების ხელსაწყო შექმნა

Massimo Dutti-მ ლოგო განაახლა