in

რატომ ჰგავს კრიპტოვალუტის ყველა ლოგო ერთმანეთს?

ყველაზე ცნობილი ბიტკოინიდან დაწყებული, ყველაზე სუსტი მემეკოინით დამთავრებული, ყველას საკუთარი ლოგო აქვს. დიახ, კრიპტო არის სფერო, სადაც ბრენდინგის ისეთ ფორმებს, როგორიც, შესაძლოა, ლოგო იყოს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მსგავსად, იგი მის სახეს ქმნის და ჩვენთვის ნაკლებად აბსტრაქტული ხდება. ლოგოს დახმარებით, იგი ნაკლებად იდუმალიცაა და ზოგიერთ საეჭვო შეთავაზებას ლეგიტიმაციასაც კი აძლევს. 

BOG
BOG

კრიპტოვალუტების ლოგოს შედგენისას ისეთ სიმბოლოებს იყენებენ, რომლებიც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. შეიძლება, ეს დოლარის სიმბოლო, ნარინჯისფერი მონეტა ან ოქროსფერი დეტალები იყოს. სწორედ ამიტომ, კრიპტონიშნები ძირითადად ერთმანეთის მსგავსია. უფრო ზუსტად, ტოპ 500 CoinMarketCap სიის ლოგოებიდან 13%-ში ხაზები და კონკრეტული ასოები ერთმანეთის მსგავსია. 

თუმცა ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, რადგან ყოველი ახალი ტექნოლოგიის გამოჩენასთან ერთად მისი გრაფიკული გამოსახვის აუცილებლობაც ჩნდება. თანაც, აქ მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის მისი დამახსოვრება და მიღება მარტივი იყოს. მაგალითად, მსგავსად, ელექტროენერგიამ ელვის სიმბოლო მიითვისა…

კრიპტოლოგოებში კი ძირითადად ორ ფორმას შეხვდებით, ესენია პირამიდები, რომელსაც ეთერიუმის ლოგოში შეამჩნევთ და მეტად იდუმალი, ზემოთ და ქვემოთ მიდრეკილი, ილუმინატის ასოციაციების გამომწვევი სიმბოლო. 

ალბათ, თქვენს ყურადღებას განსაკუთრებით ექვსკუთხედი იპყრობს, რომელიც დაწყებული Chainlink-ით UNUS SED LEO-მდე ყველგან გხვდებათ. საინტერესოა ისიც, რომ ეს სიმბოლო ბოლოს მოდაში 1960-იან წლებში იყო და მას ძირითადად ქიმიური კომპანიები იყენებდა. ახლა კი კრიპტოლოგოების 9%-ში გვხვდება და ძირითადად ურთიერთკავშირის არსებობაზე მიგვანიშნებს.

როგორც ამბობენ, ექვსკუთხედის მსგავსი პოპულარობა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ დიზაინერები კრიპტოს, როგორც ბლოკჩეინზე დაფუძნებული საწარმოს, მარტივ წარმოსახვას ცდილობდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ წლის დასაწყისში Twitter-ის მიერ ექვსკუთხა პროფილის სურათების შემოღებამ NFT მფლობელებისთვის ფორმის, როგორც კრიპტოსივრცის დე ფაქტო ემბლების, სტატუსი კიდევ უფრო გაამყარა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კრიპტოს განვითარებასთან ერთად, მისი ლოგოებიც ვითარდება. როგორც ნებისმიერ სფეროში, საერთო და კარგად ცნობილი დიზაინის ელემენტების მეშვეობით, გამორჩეული დიზაინის შესაქმნელად ვიზუალური მიდგომების შესწავლით, ამ სიმბოლოებმა ნაცნობობა და ლეგიტიმურობა უნდა დააბალანსონ. მომავალში კი ექსპერტები ლოგოებში ექვსკუთხედების გამოყენებას ისევ ელიან.

მარტო ყოფნის ჰარმონია ნენსი კედოგანის ნახატებში

ნახეთ: ემოჯებით შექმნილი ხელოვნების ნიმუშები