ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო რგოლს გვიზიარებს, რომელშიც ბრენდი საკუთარ წარმომავლობას უსვამს ხაზს.
წყალი იბადება აქ! (ბაკურიანში) – ეს რგოლის მთავარი გზავნილია.
ბრენდის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, ნატურალური მინერალური წყლის „ბაკურიანის“ მთავარი უპირატესობა – ის განსაკუთრებული ეკო გარემო, სადაც „ბაკურიანი“ იღებს სათავეს.
კამკამა და სუფთა წყალი ბაკურიანის ამ ულამაზესი, თეთრი თოვლით დაფარული მთებიდან მოედინება და ბოთლში სიყვარულით ისხმება.
ვიდეორგოლში აღწერილია სწორედ ეს უნიკალური და ეკოლოგიურად სუფთა გარემო – ბაკურიანის მთები, სადაც წარმოიშობა ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“. ჯანსაღ გარემოში, ზამთრის შეკრებაზე მყოფი მოთხილამურე მოზარდები მასწავლებელთან ერთად სწორედ იმ გზას გადიან, რომელსაც – „ბაკურიანის“ წყალი წარმოქმნიდან ჩვენამდე.
ვიდეორგოლის კრეატიულ იდეაზე და ასევე მის აღსრულებაზე სააგენტო „ედვენმა“ იმუშავა.