in

რატომ მოსწონთ მომხმარებლებს ტიკ-ტოკი და როგორ გამოიყენოთ ეს თქვენი საქმიანობისთვის

მიკროვიდეოების ყველაზე ცნობილი პლატფორმა, ტიკ-ტოკი, ბევრისთვის საყვარელი სოციალური ქსელია. მაგრამ რა ამოძრავებთ იმ მომხმარებლებს, რომლებიც ტიკ-ტოკზე კონტენტკრეატორებს თვალს ადევნებენ? 

Morning Consult-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ღრმად შეისწავლა მომხმარებლები და თავის დაკვირვებას გვიზიარებს.

ვინ არიან „ძალაუფლების” მქონე მომხმარებლები

ტიკ-ტოკის მომხმარებლები უმეტესად ზეტ თაობა და მილენიალები არიან. როგორია კონტენტია მათთვის მოტივაციის მიმცემი და საინტერესო, ამაზე სტატიაში ვისაუბრებთ.

ტიკ-ტოკის მომხმარებლებს აინტერესებთ სიახლეები, ამიტომ თუ შეგიძლიათ, შესთავაზოთ მათ ახალი პროდუქტები, აუცილებლად გამოიყენეთ შესაძლებლობა. გახსოვდეთ, რომ ტიკ-ტოკი არა მხოლოდ ტრენდების მიმდევარი, არამედ ტრენდების დამმკვიდრებელი პლატფორმაცაა, ამიტომ ყურადღება იმასაც უნდა მიაქციოთ, რა არის ტრენდში. ერთადერთი, რაც ამ ნაწილში უნდა გაითვალისწინოთ, არის ბუნებრიობა, არ უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი ხელოვნურად.

ტიკ-ტოკი არაა საბავშვო პლატფორმა

ბევრს აქვს ის მცდარი მოსაზრება, რომ ტიკ-ტოკი ბავშვური პლატფორმაა. შეიძლება ბავშვებიც იყენებენ მას მხიარული ვიდეოების ასატვირთად, მაგრამ დიდი ხანია ტიკ-ტოკი ამ ნიშას გასცდა. 

როგორც ვთქვით, მისი მომხმარებლები მილენიალებიც არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ 30+ ადამიანებსაც ელაპარაკებით. 

ინტერესებზე მორგებული პლატფორმა

იმის მიუხედავად, რომ ეს ალგორითმი ყველა ცნობილ სოციალურ ქსელში მუშაობს, ტიკ-ტოკმა ის თავიდანვე დაამკვიდრა და თანაც, პერსონალიზებული კონტენტის საკმაოდ მაღალი შედეგები გვიჩვენა. 

მაგალითად, თუ თქვენ ხშირად უყურებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ვიდეოებს, ტიკ-ტოკი კიდევ ბევრჯერ შემოგთავაზებთ მსგავსს. დაემთხვევა არა მხოლოდ კატეგორია, არამედ ის თემატიკაც კი, რომელიც გაინტერესებთ.

ტიკ-ტოკი თავს კომუნის ნაწილად გაგრძნობინებთ

ტიკ-ტოკი კრავს ერთგვარ კომუნას, რომლის წევრიც ხდება ესა თუ ის მომხმარებელი. თუ თქვენ გაქვთ ბიზნესი ან ხართ კონტენტკრეატორი და გაინტერესებთ, როგორ მოიგოთ გული, შექმენით ისეთი შინაარსი, რომელიც მრავალი ადამიანის ჩართულობას გამოიწვევს და თქვენს საკუთარ კომუნას, ჯგუფს შეგაკვრევინებთ.

როგორ შექმნათ კონტენტი

ამ რთულ კითხვას მარტივად პასუხობენ ციფრული მარკეტერები. ისინი გვეუბნებიან, რომ თავად ტიკ-ტოკი დაგვეხმარება შინაარსობრივი ნაწილის მოფიქრებაში, ტენდენციების გაცნობაში, რაც მერე ჩვენს ინსპირაციად გარდაიქმნება. 

თუ ცეკვის მოყვარული ხართ, პლატფორმაზე ნახავთ საცეკვაო ვიდეოების უზარმაზარ კოლექციას. თუ ხელოვნების ან ბუნების მოყვარული ხართ, ადვილად იპოვით შესაბამის ვიდეოებს. საკმაოდ ტრენდულია ტიკ-ტოკზე შინაური ცხოველების, ქავერსიმღერებისა და ე.წ. „ლაივჰაკების” ტიპის ვიდეოები. 

ასაკობრივი ჯგუფი

და ბოლოს, ტიკ-ტოკი ის პლატფორმაა, რომელზეც ყველა ასაკის ადამიანს იპოვით. ამის ფუფუნებას კი ყოველი სოციალური ქსელი ნამდვილად არ იძლევა. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, რა პროდუქტს ქმნით, რომელ ასაკობრივ ჯგუფზეც არ უნდა იყოს ის მორგებული, მაინც შეგიძლიათ, ტიკ-ტოკის გამოყენება, რადგან ის თავის სეგმენტს აუცილებლად იპოვის. 

აქვე, თუ კომპანია ხართ, შეგიძლიათ, მოძებნოთ ტიკ-ტოკერი, რომლის კონტენტიც რელევანტურია თქვენს პროდუქტთან, დაუკავშირდეთ მას და თანამშრომლობის სანაცვლოდ გაარეკლამებინოთ ბრენდი.

მაკდონალდსი Big Mac-ის გამოწვევას ახალ კამპანიაში აცოცხლებს

AI-მ რაფაელის ნახატის იდუმალებით მოცული დეტალი გაამჟღავნა