in

ბრუტალური მიზეზები, რის გამოც მომხმარებლები თანამშრომლობას წყვეტენ

ერთი რამ ცხადია: ფრილანსერობისას მომხმარებელთა შენარჩუნება უფრო მარტივია, ვიდრე ახლის პოვნა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ თემაზე საუბარი და ვეცადეთ პასუხი გვეპოვა კითხვაზე, თუ რატომ აღარ გასაქმებენ მომხმარებლები. როგორც კი ამ მიზეზებს გაიაზრებთ, მათი გამოსწორებაც გამარტივდება, ამიტომ ქვემოთ ზუსტად ამ ორ საკითხზე გესაუბრებით:

ჩუმად ხართ

საოცარია, რომ ჯერ კიდევ ბევრი ფრილანსერი არასწორად აფასებს კომუნიკაციის ძალას. ორშაბათის ერთი მარტივი ელ.წერილიც კი საკმარისია, რომ არ დაგივიწყონ და ის ადამიანი გახდეთ, რომლის გარეშეც ვერ იცხოვრებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველთვის მომხმარებლის გონებაში უნდა იყოთ, ამიტომ გარე პირივით კი არ იმოქმედოთ, არამედ ისე მოიქეცით თითქოს მათი გუნდის წევრი ხართ. აჩვენეთ, რაზე მუშაობთ და რა იქნება შემდეგი. კი არ გადატვირთოთ თქვენი შეტყობინებებით, არამედ პროცესს ნელა მიჰყევით, პატარა, ნაფიქრი განახლებებით მათთვის იმ  ადამიანად ჩამოყალიბდებით, რომელსაც ენდობიან. 

ელოდებით, როდის მოვლენ სხვები თქვენთან

საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მომხმარებლები ძალიან დაკავებულები არიან და გულწრფელებიც რომ ვიყოთ, ნახევარჯერ არც იციან, რა სჭირდებათ, სანამ არ მიუთითებთ… სწორედ აქ თამაშობთ მნიშვნელოვან როლს. რაიმე ახალი იდეა გაქვთ მათი პროდუქტების რეკლამირებისთვის? უთხარით. წაიკითხეთ რაღაც გამოსადეგი? გადაუგზავნეთ. ტრენდი შეამჩნიეთ, რომელშიც ჩართვაც შეუძლიათ? უთხარით მანამ, სანამ სხვა დაგასწრებთ. აჩვენეთ, რომ ზრუნავთ მათ წარმატებაზე და თქვენი თავი შეუცვლელ რესურსად აქციეთ მათთვის. 

თვითკმაყოფილება იგრძენით

დასაწყისში გაცემული ყველა დაპირება გახსოვთ? ის ბედნიერი ენერგიაც, რომელიც შეიტანეთ? კიდევ ასე აგრძელებთ თუ რაღაცები შეიცვალა? ნებისმიერი ურთიერთობის მსგავსად, ამასაც მუშაობა სჭირდება. თანმიმდევრობა ბევრს ნიშნავს. აჩვენეთ მათ იმავე მზრუნველობა და ყურადღება, რომელსაც დასაწყისში იჩენდით, რადგან როგორც კი მომხმარებელი თავს უარყოფილად იგრძნობს, თქვენი შემცვლელის პოვნას დაიწყებს.

ნაკლებად დასაყრდენი გახდით

დედლაინებს აშორებთ, ზარებს აიგნორებთ, ელ.ფოსტები გავიწყდებათ ან გვიან სცემთ პასუხებს. დასაწყისში შეპირებული საქმეებიც დაივიწყეთ. არადა, მომხმარებლებს სურთ, თავი მნიშვნელოვნად იგრძნონ, თქვენთვის პრიორიტეტი გახდნენ და როცა ასე არ ხდება, შემდეგ კითხვას სვამენ: „რატომ ვუხდი საკმაოდ ბევრ ფულს ადამიანს, რომელიც არასდროსაა ხელმისაწვდომი?!“ — ამგვარად, ფრილანსერობისას სანდოობა ძალიან მნიშვნელოვანია. მომხმარებლებს არ აქვთ დრო და მოთმინება ყოველ განახლებაზე გსდიონ და გაიგონ, სად წახვედით. უბრალოდ სურთ იცოდნენ, რომ გააკეთებთ იმას, რასაც დაჰპირდით და ზედმეტ დრამებს თავიდან აარიდებთ. 

ნელა პასუხობთ

სისწრაფე ნდობის მოპოვებაში გეხმარებათ. თუ დღეები გჭირდებათ პასუხის დასაბრუნებლად, მომხმარებელი იპოვის იმას, ვინც სწრაფად უპასუხებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 24/7-ზე ხელმისაწვდომი უნდა იყოთ, სულ მცირე უნდა დარწმუნდეთ, რომ ისინი ძებნას არ დაგიწყებენ. თუ არ გეცლებათ დღის მანძილზე, შეტყობინება დატოვეთ, რომ საქმეზე ხართ და თუ რაიმე აუცილებელია, დაგირეკონ. ასე ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი გამოჩნდებით. გახსოვდეთ, რომ ფრილანსერობისას სიჩუმე უგულებელყოფის ტოლფასია. სწრაფი პასუხი, თუნდაც ეს „მოგვიანებით დაგიკავშირდებით“ იყოს, წინ წაგიყვანთ. 

ადამიანური კავშირი დაკარგეთ

ურთიერთობის დასაწყისში მათი დაბადების დღე გახსოვდათ, ეკითხებოდით, როგორ ატარებდნენ უქმეებს, ერთად იცინოდით ზუმში, მაგრამ ცოტა ხნის მერე ყველაფერი შეიცვალა… მომხმარებლები მხოლოდ თქვენს უნარებს კი არა, თქვენ გქირაობენ. სურთ, სიამოვნება მიიღონ თქვენთან მუშაობით. თუ ყოველი ელ.ფოსტა ინვოისს ჰგავს, ისინი ამ შეგრძნებას დაკარგავენ და სხვაგან დაიწყებენ გახედვას… ამ შემთხვევაში ადამიანური კავშირები უნდა დააბრუნოთ პროცესში. დასვათ კითხვები, გაუზიაროთ წარმატებები, აჩვენოთ, რომ როგორც ადამიანი, გადარდებთ, და მხოლოდ შემოსავლის გამო არ ეკონტაქტებით — სწორედ მსგავსი სითბო აბრუნებს მომხმარებლებს თქვენთან. 

დაიბრუნეთ 40% (მაქს. 200 ₾) ექსტრაზე SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას

Perplexity-ს Chrome ბრაუზერის შეძენა სურს და Google-ს $34.5 მილიარდს სთავაზობს