ხელოვნური ინტელექტის შესახებ თითქმის ყველანაირ მოსაზრებას გაიგებდით, დაწყებული შიშებიდან, დამთავრებული საჭიროებებით. თუმცა ბენ გოლიკი, Uncommon CX-ის შემოქმედებითი პარტნიორი, გვეუბნება, რომ AI ხელსაწყოა კრეატორებისთვის და არა საშიში გამოგონება…
ჩვენი კრეატიულობა იმის ერთიანობაა, რასაც გამოცდილების სახით ვიღებთ. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ციფრულ ბეჭდვასაც საშიშროებად აღვიქვამდით, ამიტომ ახლა ხელოვნური ინტელექტისაც უნდა გვეშინოდეს? რეალურად, ეს უბრალოდ ერთ-ერთი ხელსაწყოა, რომელსაც კრეატიული გადაწყვეტილებების მიღებაში შეუძლია დაგვეხმაროს.
Midjourney შეგვიძლია გამოსახულებების შესაქმნელად გამოვიყენოთ, რაც ფიქრისთვის დამატებით დროსაც მოგვცემს. AI-ს თანაშემწის მსგავსადაც კი შეგიძლიათ შეხედოთ, მაგალითად UI დიზაინერი Galileo-ს საწყისი წერტილების შესაქმნელად იყენებს, ქოფირაითერი კი ხელოვნურ ინტელექტს ალტერნატიული სათაურების მოფიქრებაში სთხოვს დახმარებას.
ამასთან ერთად, შეგიძლიათ იმაზეც დაფიქრდეთ, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე არსებულ რაღაცებს იაზრებს. ასე, რომ ახლა თქვენი ორიგინალურობა იმაზე უფრო მეტად დაფასდება, ვიდრე ოდესმე. მთავარი კი ის არის, რომ AI-ს შეუძლია დიდად დაგვეხმაროს. თუმცა მარკეტინგულად თუ შევხედავთ ამ საკითხს, მცირე რისკიც არსებობს იმისა, რომ მან მომხმარებელთა მთლიანი გამოცდილების ინდუსტრიალიზაცია მოახერხოს.
დღეს ყველაფერი ავტომატიზირებული და პერსონალიზებულია. მომხმარებლებს მალე მოუწევთ რობოტების შეთავაზებების მიღება… სწორედ ამიტომ ვაკეთებდით ყოველთვის ისეთ რაღაცებს, რაც ბრენდებს ცნობილს გახდიდა, მომხმარებელს კი ლოიალურს. ხოლო ახლა, ეს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ყველაფერი მარტივია — ხელოვნური ინტელექტი თქვენს დამხმარე ინსტრუმენტად უნდა წარმოიდგინოთ და არა, საშიშროებად.