in

რატომ უნდა გააცინოთ ადამიანები რეკლამებით? — 3 მიზეზი

მსოფლიოში მრავალი პრობლემაა, ეკონომიკური კრიზისი, ომი უკრაინაში, გლობალური დათბობა და იმის შიში, რომ AI ჩაგვანაცვლებს. ერთი შეხედვით, იუმორის დრო ნამდვილად არ არის, თუმცა, მარკეტერებში ერთი კითხვა იბადება: უნდა გავაკეთოთ თუ არა იუმორისტული რეკლამები? ბევრი ფიქრობს, რომ არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ამგვარი ქმედება აზრს მოკლებულია, თუმცა, მოდით, ახლა ამას სხვა პერსპექტივიდან შევხედოთ. 

იუმორის კონსულტანტი პედი გილმორი გვიზიარებს, რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი მომხმარებლების გაცინება:

პირველი — უნდა ითქვას, რომ არსებული გარემოებები ფიზიკურად და ემოციურად გვღლის, იუმორი კი კარგი განტვირთვის საშუალებაა. მაგალითისთვის, შეგვიძლია, Lynx Lower Body Spray-ის რეკლამა ავიღოთ, 10 წამი კი გრძელდება, მაგრამ სულ მცირე რამდენიმე წუთით მაინც დაგავიწყებთ პრობლემებს:

მეორე — იუმორი ძალაუფლების სტრუქტურებს უტევს და ძლიერ ინსტრუმენტად გვევლინება. თუნდაც იმიტომ, რომ ერთი რამ, რაც ნამდვილად არ მოსწონთ ძალაუფლების მქონე პირებს, დაცინვაა. პროპაგანდისტული სურათი I Lead You to Glorious Bankruptcy! უკვე თითქმის 100 წლისაა, 1932 წელს ფოტოგრაფმა ჯონ ჰარტფილდმა გადაიღო და დღემდე გვესაუბრება:

FedEx-ის რეკლამაც ამის მშვენიერი მაგალითია:

მესამე — ბოლო მიზეზი კი საკმაოდ მარტივია: რაღაც საკითხებს უბრალოდ პირდაპირი მიდგომები არ უხდება და არსებული სიტუაციის განსატვირთად იუმორია საჭირო. მაგალითისთვის, 1999 წლიდან RSPCA წლებს მსგავსი რეკლამების კეთებაში ატარებს:

ძაღლი სპაიკის ემოციურ ამბავს გვიყვება, რომელიც იმდენად მშიერი იყო, რომ განავლის ჭამა მოუწია… თამამი ტექსტითა და სევდიანი გამოსახულებით კი ადამიანებს მოუწოდებს, იბრძოლონ ცხოველებზე ძალადობის წინააღმდეგ.

გადარჩენის ერთადერთი გზა იუმორშია. იგი საშუალებას გვაძლევს, მსოფლიოს სიგიჟე მივიღოთ და, ამავდროულად, სამყაროს სხვაგვარად შევხედოთ — სამყარო სრულყოფილი რომ ყოფილიყო, ადამიანები შეუცდომელნი იქნებოდნენ, არც ამდენი იუმორი იქნებოდა და რა აზრი ექნებოდა ამ ყველაფერს?!, — ამბობს ბობ ნიუჰარტი, კომიკოსი.

კოტე სულაბერიძის გამოფენა – ჩემი კავკასიონი

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს ოთხი ახალი ფუნქციონალი დაემატა