in

აი, რატომ უნდა გაიღვიძოთ ადრე

M2
M2

მზის ამოსვლამდე გაღვიძება ღირს თუ არა, ახლა სწორედ ამაზე გესაუბრებით და მიზეზებსაც მოგცემთ იმისათვის, რომ ე. წ. დილის ადამიანებს გაუგოთ. უფრო ზუსტად, მოგიყვებით, როგორ აუმჯობესებს კეთილდღეობას დილით ადრე გაღვიძება:

1. მეტი დრო საკუთარი თავისთვის

საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება ეგოისტობა არ არის. შეგიძლიათ, დილით ადრე გაღვიძებით თქვენს საჭიროებებს მიანიჭოთ პრიორიტეტი მანამ, სანამ საქმეების კეთებას შეუდგებით. თუნდაც გაიკეთეთ ყავა ან დაასრულეთ წიგნის ბოლო ფურცლები… აღნიშნული დაგეხმარებათ, მეტად მომთმენი და პოზიტიური იყოთ ურთიერთობებში მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან თუ თანამშრომლებთან. 

რჩევა: დაგეგმეთ სახალისო აქტივობები, რომლებიც დილით საწოლიდან ადგომის სურვილს გაგიჩენთ, მაგალითად, მედიტაცია. 

2. თანმიმდევრული რუტინა

დილის ადრე დაწყება მაშინ არის სასარგებლო, თუ საღამოს ადრე იძინებთ, ამ შემთხვევაში აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს გაიუმჯობესებთ. თანაც, მოზარდებს 7-9 საათი სჭირდებათ ძილი, რათა დღის მანძილზე პროდუქტიულები იყვნენ. 

რჩევა: დაამკვიდრეთ საღამოს რუტინა: არ მიიღოთ კოფეინი დაძინებამდე 6 საათით ადრე, შეზღუდეთ მოწყობილობების გამოყენება დაწოლამდე 2-3 საათით ადრე და მიიღეთ თბილი შხაპი.

3. უკეთესი საუზმე

დილით სამსახურში რომ მიგეჩქარებათ, ვერც კარგად საუზმობთ, მაქსიმუმ რაიმე ხილი გააყოლოთ ხელს… სწორედ ამიტომაა სასარგებლო დილით ადრე გაღვიძება, საუზმის მომზადებასა და სხეულისთვის საჭირო ვიტამინების მიწოდებას ახერხებთ. 

რჩევა: თუ დილას ყოველთვის ჩქარობთ, საუზმე წინასწარ გაამზადეთ. 

4. გაღვიძებული პოტენციალი

დილით ადრე გაღვიძება უფრო ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებასა და თვითდისციპლინის განვითარებაში დაგეხმარებათ. ეს პოზიტიური შედეგები პერსონალურ და პროფესიონალურ ზრდაში შეგიწყობთ ხელს. თანაც, დილით გაღვიძება დოფამინის ოდენობას ზრდის და უკეთეს განწყობაზე გაყენებთ. 

რჩევა: გაიაზრეთ, რატომ უნდა გაიღვიძოთ ადრე.

5. ცირკადულ რიტმთან სინქრონში ყოფნა

თუ დილით ადრე გაიღვიძებთ, ასე თქვენი ცირკადული რიტმის შესაბამისიც იქნებით. შედეგად კი მენტალური სიცხადე გარანტირებული გექნებათ. კარგი იქნება, თუ დილით მზის სინათლეზე გაისეირნებთ, ეს განწყობასაც გაგიუმჯობესებთ და D ვიტამინსაც გაზრდის, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია თქვენი იმუნური სისტემისთვის.

რჩევა: დალიეთ დილის ყავა გარეთ.

6. მეტი კავშირი

შესაძლოა, სამსახურის გამო სოციალიზაციისთვის დრო აღარ დაგრჩეთ, დილით ადრე გაღვიძებისას კი დამატებითი რესურსი გიჩნდებათ, რასაც მათთან შეხვედრების დაგეგმვას ან პირდაპირ მეგობრებთან ერთად გასეირნებას დაუთმობთ. 

რჩევა: დაგეგმეთ დილის ვარჯიში პასუხისმგებლობიან მეგობართან ერთად.

7. შემცირებული სტრესი

არ აქვს მნიშვნელობა, ვარჯიში გსურთ თუ დალაგება, სამუშაო დღის დაწყებამდე მსგავსი საქმეების შესრულება მშვიდი, სტრესისგან თავისუფალი გარემოს შექმნაში გეხმარებათ.

რჩევა: ადრე გაღვიძებისთვის საკუთარი თავი საყვარელ ყავის მაღაზიაში შევლით დააჯილდოვეთ.

8. დაგეგმვა

გადატვირთულ რეჟიმში რთულია, საკუთარ თავს მოუსმინოთ, დილით ადრე გაღვიძებით კი შესაძლებლობა გაქვთ, დააკვირდეთ, როგორ ანაწილებთ დროს და რამდენად გაახლოებთ ეს სამომავლო მიზნებთან. 

რჩევა: დაუწერეთ წერილი თქვენს მომავალ ვერსიას, შემდეგ კი ისე უპასუხეთ, რომ თითქოს ეს მომავლის ვერსია უკვე თავად ხართ. 

9. სიფხიზლე

დილით ადრე გაღვიძებითა და თანმიმდევრული რუტინით აღარც ძილის შებრუნება მოგინდებათ. შედეგად, სიფხიზლესაც შეინარჩუნებთ და ღამითაც ხარისხიანად გამოიძინებთ. 

რჩევა: დილის სიფხიზლე ლიმონიანი წყლით გააუმჯობესეთ.

10. თავდაჯერების ზრდა

ისე გაღვიძება, რომ მაღვიძარა 20-ჯერ არ გათიშოთ, თავდაჯერებას შეგმატებთ. ასე მეტად პოზიტიურად განეწყობით, თვითშეფასებაც გაგეზრდებათ და მოტივაციაც.

რჩევა: მაღვიძარა სხვა ოთახში მოათავსეთ. 

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით „კონამ“ გაყიდვები გაზარდა

„მერე” ბარათის სააღდგომო შეთავაზებები