„შავი პარასკევისა“ და ახალი წლის გარდა, საკმაოდ ცხელი სეზონი სკოლის დაწყებისას დგება და ეს მარკეტერებისთვის კიდევ ერთი გამოწვევაა. გარდა იმისა, რომ ამ სეზონზე ბრენდს მოგება უნდა მოუტანონ, მათ აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, შეიძინონ ან შეინარჩუნონ მომხმარებელთა ლოიალობა. იმ რეალური ურთიერთობებისა თუ კავშირების ძალაუფლების გამოყენება, რომლებიც უკვე არსებობს სოციალურ მედიაში, ბრენდებს, შესაძლოა, ნამდვილი გავლენის მოპოვებაშიც დაეხმაროს.
აქ Snapchat-ზე უნდა გესაუბროთ, როგორც ადგილზე, რომელიც ადამიანებს მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან დაკავშირების საშუალებას აძლევს და თან იმ ზეწოლისგან ათავისუფლებს, რომელიც მათ წინაშე სრულყოფილად წარმოჩენას გულისხმობს. რეალური ურთიერთობები კი ისეთ გარემოს ქმნის, რომელშიც ადამიანებს მეტად უჩნდებათ სურვილი, გააზიარონ რასაც ფიქრობენ ან ხედავენ მათ გარშემო.
„ახლო მეგობრებთან თუ ოჯახთან დაკავშირების სურვილი არ არის რაღაც ტრენდი, ეს უფრო მეტად მუდმივ ხასიათს ატარებს და სწორედ ის არის, რაც ჩვენ ადამიანებად გვაქცევს. სწორედ ამიტომ იზრდება ჩვენი უნიკალური ჩართული აუდიტორია, ისინი სნეპჩატს დღეში საშუალოდ 50-ჯერ ხსნიან“, — აცხადებს ფინტენ გალასპი, Snap Inc.-დან.
სწორედ აქ შეიძლება გადაიქცეს ნამდვილი ურთიერთობები ნამდვილ გავლენად — კვლევის თანახმად, სნეპჩატის მომხმარებლები თავიანთ მეგობრებს ძლიერ ინფლეუნსერებად მიიჩნევენ. NRG-ის თანახმად, 4-დან 3 მომხმარებელი ამბობს, რომ Snapchat საუკეთესო ადგილია იმის გასაზიარებლად, რაც იყიდეს, 91% კი მეგობრებისა და ოჯახის წევრების რეკომენდაციებს ეყრდნობა… ამგვარად, მომხმარებლები სნეპჩატში ენდობიან ყველაფერს, რასაც ხედავენ, უფრო მეტ ყურადღებასაც იჩენენ და მაღალი ჩართულობითაც გამოირჩევიან.
გამოდის, ბრენდებისთვის ე. წ. პიკის სეზონზე საუკეთესო ადგილი Snapchat შეიძლება იყოს. თუმცა ისინი მომხმარებლების გამოცდილების ნაწილად რომ იქცნენ იმ სივრცეში, სადაც მოგონებები იქმნება და რეალური გავლენაც ყალიბდება, მათ ამის მიზეზი უნდა მისცენ, თუნდაც შთაგონებითა და კრეატიულობით, რათა შექმნან მეტად ძლიერი ემოციური კავშირები მომხმარებლებთან…
გალასპის განმარტებით, „ბრენდებს შეუძლიათ, ღირებული როლი ითამაშონ მომხმარებლებისთვის იმ ხელსაწყოების მიცემით, რომლებიც ამ მოგონებებს ქმნის, კრეატიული მხარე კი ისეთი რეკლამებით აჩვენონ, რომელშიც ვიდეოსა და AR ფორმატებს გააერთიანებენ, რადგან დამტკიცებულია, რომ ეს არამარტო შედეგებს ზრდის, არამედ ყიდვის განზრახვებს 42%-ით აუმჯობესებს. ამგვარად, Snapchat-ს აქვს ძალაუფლება, მისცეს ბრენდებს შესაძლებლობა, ჰქონდეთ ნამდვილი გავლენა, დაიკავონ გამორჩეული ადგილი და უზრუნველყონ შედეგები წლის ყველაზე დატვირთულ სეზონზე“.
იმ უნიკალური როლის გათვალისწინებით, რომელსაც Snapchat სავაჭრო ციკლში თამაშობს, დაწყებული შთაგონების ძიებიდან (ცნობადობიდან), გაგრძელებული სიების შედგენით (განხილვით), აპლიკაციით შესყიდვითა და დამთავრებული მეგობრებისთვის ამ ამბის გაზიარებით, აპლიკაცია ბრენდებს 3 რჩევას უზიარებს, რომლებიც მათ მაქსიმალური შედეგების მიღწევაში დაეხმარება:
- ვიდეო რეკლამებით ყურადღების მიპყრობა — იპოვეთ შესაძლებლობები, რომლებიც ზემოქმედებას პირველივე წუთებიდანვე შეძლებს. სრული ფორმატის ვიდეოები ეხმარება ბრენდებს, მომხმარებლების ყურადღების მიპყრობასა და მათ შენარჩუნებაში.
- წაახალისეთ შოპინგი AR-ით — სნეპჩატის მომხმარებლებს აინტერესებთ AR-ის გამოყენება, რათა გამოსცადონ პროდუქტები მანამ, სანამ შეიძენენ. მსგავსი გამოცდილების შეთავაზებით კი ბრენდებს შეუძლიათ, მეტად პერსონალიზებული კავშირები დაამყარონ.
- გააერთიანეთ სარეკლამო ფორმატები საუკეთესო შედეგების უზრუნველყოფისთვის — გამოიკვლიეთ სარეკლამო ფორმატებისა და ინტერაქციული ფუნქციების კომბინაციები, რათა შედეგები უზრუნველყოთ. მაგალითად ვიდეო და AR ფორმატი.
„საკმაოდ ბევრი არხი არსებობს მომხმარებლებთან დასაკავშირებლად, მაგრამ ბრენდებისა და პლატფორმებისთვის პიკის სეზონზე გამოწვევას დიფერენცირება წარმოადგენს. ხოლო, როცა ადამიანები თავს ბედნიერად გრძნობენ, იქმნება გარემო, სადაც ბრენდებს შეუძლიათ, ნამდვილი გავლენა ჰქონდეთ იმერსიული გამოცდილების შექმნით, რომელიც, თავის მხრივ, უფრო მნიშვნელოვან კავშირებს უზრუნველყოფს მომხმარებლებთან, რაც სხვაგან ვერც გამეორდება“, — აცხადებენ სნეპჩატში.