in

რატომ უნდა შეიძინო ტოიოტა – ლიზინგით?

ტოიოტას ცენტრში შესვლისას თვალის ერთი გადავლებითაც კი გრძნობ, რომელია „შენი ავტომობილი“, სუნთქვა გიჩქარდება, წარმოიდგენ საკუთარ თავს მის საჭესთან და შესაძლოა დამღლელ, მაგრამ მაინც სასიამოვნო გზებს, რომელსაც მასთან ერთად გაივლი. გონებაში თითქოს ყველაფერი ლაგდება: აუცილებლად უნდა იყიდო, თან, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ…როგორ?!

Toyota Easy – თიბისი ლიზინგისა და ტოიოტას მიერ შექმნილი სალიზინგო პროდუქტია, რომელიც მომხმარებელს ავტომობილის შეძენასა და ფლობას უმარტივებს.

იქამდე, სანამ მოგიყვებით „როგორ?!“ ლოგიკურია ვუპასუხოთ კითხვას „რატომ?!“ კონკრეტულ ბრენდზე არჩევანს სუბიექტური პრეფერენციების გათვალისწინებით ვაკეთებთ, თუმცა მთავარი მაინც ავტომობილის გამძლეობა, სანდოობა და პრაქტიკულობაა.

 R.L. Polk & Company-ს კვლევის თანახმად, 20 წლის წინ გაყიდული ტოიოტას მოდელების 80% ჯერ კიდევ მოძრაობაშია. შესაბამისად, ლოგიკურია ვთქვათ, რომ როდესაც ყიდულობ ტოიოტას, ყიდულობ ხარისხს, აკეთებ ხანგრძლივ და მომგებიან ინვესტიციას.

დავით კობახიძე, თიბისი ლიზინგის ავტომოტივის მიმართულების ხელმძღვანელი.

Toyota Easy-ით სარგებლობისას იღებ ექსკლუზიურ ფასს ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან, ცენტრიდან ავტომობილი 1 საათში გაგყავს და არ აწყდები რთულ საოპერაციო პროცესებს. სწორედ ამიტომ, მის მომხმარებლებს შორის როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები არიან. იზის შემთხვევაში წინასწარი შენატანი 0%-ია. შესაბამისად, ავტომობილის შეძენა შეგიძლია აქ და ახლა.

ირინა ქაცარავა ექიმი-ოტორინოლარინგოლოგია. დატვირთული დღის რეჟიმის მიუხედავად, პერიოდულად ახერხებს ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გასვლას, რისთვისაც განსაკუთრებით კომფორტული ავტომობილი ესაჭიროებოდა. ბავშვებთან ერთად გადაადგილებისას უსაფრთხოება კიდევ უფრო პრიორიტეტული ხდება, ამიტომ ბევრი არ უფიქრია, არჩევანი იაპონური ბრენდის საიმედო ავტომობილზე შეაჩერა.

„ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ტოიოტა იზით ისარგებლა. ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ჩემთვის მომხიბვლელ ფასად შევიძინე Toyota RAV4, რომელიც მუდმივად გარანტიაზეა. ეს ბენეფიტი კიდევ უფრო მიმარტივებს ავტომობილის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ პროცესებს“

როგორც თიბისი კონცეპტ კოორდინატორი, ნინო გურგენიძე გვიყვება, ტოიოტა იზის პროდუქტით სარგებლობისთვის მინიმალური ძალისხმევა დასჭირდა. მისაღები საპროცენტო განაკვეთისა და მარტივი საოპერაციო ნაწილის გაცნობის შემდგომ  ბევრი არ უფიქრია, არჩევანი მისთვის სასურველ მოდელზე შეაჩერა.

„ფაქტობრივად 1 დღე დამჭირდა ავტომობილის ცენტრიდან გამოსაყვანად. Toyota CHR-ს ვმართავ, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ჩემს საჭიროებებს. კომფორტულია ქალაქში გადასაადგილებლად და რაც მთავარია, აქვს პარკინგის არაჩვეულებრივი სისტემა“

როგორც მომხმარებლის გამოცდილება მოწმობს, იზი მოქნილი, კომფორტული პროდუქტია. შესაბამისად, თუ უკვე შერჩეული გყავს სასურველი ავტომობილი, ბევრი ფიქრი არ არის საჭირო, აქ.ახლა თიბისი ლიზინგის გუნდი გაგიმარტივებს სასურველი ტოიოტას შეძენის პროცესს.

[პარტნიორის კონტენტი]

ეპოქის დასასრული — ნიუ-იორკის ბოლო საჯარო სატელეფონო ჯიხური აიღეს

COS – Concept Of Safety: ციფრული პლატფორმა, რომელიც კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვაში გვეხმარება