in

რატომ ვირჩევთ კარიერას არასწორად?

აქ სილვესტერ სტალონესა და ჯიმ ქერის მამის ამბებს მოგიყვებით…

როცა 29 წლის მსახიობმა საკრედიტო ბარათი შეამოწმა, ნახა, რომ მხოლოდ 106 დოლარი ჰქონდა დარჩენილი, მისი შემოსავლებით ბინის ქირასაც ვერ იხდიდა. იმდენად უჭირდა, რომ საკვების ფულიც აღარ ჰქონდა და ამიტომ, საკუთარი ძაღლის გაყიდვაც სცადა… ერთ დღესაც კი მუჰამედ ალის გამარჯვებით შთაგონებულმა საკუთარი სცენარის დაწერა გადაწყვიტა, რომელშიც მთავარი პერსონაჟი თავადვე იყო.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პროდიუსერებმა მას ამ სცენარისთვის 25 000 დოლარი შესთავაზეს, თუმცა მთავარი როლი აქ ვინმე ცნობილ მსახიობს უნდა ეთამაშა. ალბათ, ფიქრობთ, რომ 29 წლის ღარიბი მსახიობისთვის ეს კარგი შანსი იყო, მაგრამ მან უარი განაცხადა, რადგან, როგორც ამბობს, ამის გამო თავი შესძულდებოდა… არც პროდიუსერები დანებდნენ და კონკრეტული ციფრი 100 000-მდე, საბოლოოდ კი 360 000 დოლარამდე გაზარდეს, მაგრამ მსახიობს რეალურად სწამდა იმის, რასაც სცენარში ოცნებების ასრულებისა და საკუთარი თავის რწმენის მნიშვნელობის შესახებ წერდა. 

საბოლოოდ კი, პროდიუსერებმა ფილმი მცირე, 1-მილიონიანი ბიუჯეტით გადაიღეს. იგი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 225 მილიონი მოგება მოუტანა მათ. მეტიც, 1977 წელს სამი ოსკარიც მოიპოვა — ფილმი Rocky, რომლის მთავარი პერსონაჟი სილვესტერ სტალონე გახლდათ… დიახ, ამ ამბისგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, თუმცა უპირველესად საკუთარ თავს ჰკითხეთ: რა გსურთ ცხოვრებისგან რეალურად? არ გეგონოთ, რომ ეს მარტივი კითხვაა, ამიტომ ჩვენ პასუხების საპოვნელად რამდენიმე გზას შემოგთავაზებთ:

დაივიწყეთ იმ გატაცებაზე ფიქრი, რომლის მიღწევაც ძალიან რთულია, სანაცვლოდ, თქვენს ცნობისმოყვარეობას მიჰყევით. რას თვლით საინტერესოდ? ეს გაჩვენებთ, საით უნდა წახვიდეთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას გავაკეთებდი, თუ მეცოდინებოდა, რომ ამის შესახებ არავინ გაიგებდა თუ თავადვე არ ვიტყოდი? ამ კითხვის პრინციპი მარტივია — გაბედულ ქმედებებში ხშირად სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მოტივი გიშლით ხელს. 

აქვე, იმის გაკეთებას გვირჩევენ, რაც „გვაცოცხლებს“: დააკვირდით, როდის გრძნობთ თავს პროცესში ჩართულად, როდის აკეთებთ საქმეს ენთუზიაზმით და როდის, უხალისოდ. რაც უფრო კონკრეტული იქნება თქვენი დაკვირვებები, მით უკეთეს შედეგებს მიიღებთ. ისიც მართალია, რომ ზოგჯერ არ შეგვიძლია ავხსნათ, რატომ გვიყვარს რაღაც, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ეს სიამოვნებას გვანიჭებს. მთავარი კი იმ სიგნალებზე დაკვირვებაა, რომლებსაც სხეული გიგზავნით, როცა თავს „ცოცხლად“ გრძნობთ…

დაფიქრდით, თქვენი ცხოვრების მიზანზე. რა პასუხი აქვს თქვენს ცხოვრებაში კითხვას „რატომ?“ ეს ხშირად თქვენს თავდაპირველ პრინციპებს უკავშირდება, ამიტომ ხელახლა გადახედეთ მას და დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მისი გამოყენება საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად. ბუნებრივია, თქვენი სურვილებიც იცვლება და მიმართულების შეცვლაშიც არაფერია საგანგაშო. 

აქ ჯიმ ქერის მამის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. იგი შესანიშნავი კომიკოსი იყო, მაგრამ ფიქრობდა, რომ ამ გზით თავს ვერ გაიტანდა, ამიტომ ბუღალტრად დაიწყო მუშაობა… მოგვიანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს და ასე, მისი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. თითქოს მან პრაქტიკული არჩევანი გააკეთა, მაგრამ ფაქტია, ეს მის ცხოვრებისეულ მისიას არ შეესაბამებოდა, შესაბამისად, არც შედეგი გამოიღო… ამიტომ, გამარჯვება რომ შეძლოთ, თქვენი ცხოვრებისეული მოგზაურობით თავადვე უნდა იყოთ ბედნიერი. 



რას გვეუბნება ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული ურანის ფოტო?

ტრადიციული სააღდგომო სუფრა „რესპუბლიკა 24-სგან”