ადამიანების უმეტესობა მარჯვენა ხელს იყენებს, იქნება ეს წერა, ჭამა თუ ნებისმიერი სხვა საქმე. ამას მარცხენა ხელით მოსახლეობის მხოლოდ 10% აკეთებს. ხოლო იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ორივე ხელის გამოყენება თანაბრად შეუძლიათ, კიდევ უფრო მცირეა. ეს შემთხვევა ცნობილია, როგორც ამბივალენტურობა და პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ს უდრის. ფიქრობენ, რომ ის ცუდ კოგნიტიურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული.
რა განსაზღვრავს იმას, თუ რომელ ხელს ვიყენებთ?
ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის ტვინი მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებად იყოფა. მარცხენა ისეთი ანალიტიკური პროცესების განვითარებასთან არის დაკავშირებული, როგორიცაა, მაგალითად, საუბარი და სწავლა. ხოლო მარჯვენა ნახევარსფერო გამოსახულებებსა და ემოციებს ამუშავებს. ამ ფაქტმა მცდარი მოსაზრებაც კი წარმოშვა — ადამიანი, რომელიც ლოგიკურად აზროვნებს, მემარცხენეა. ხოლო ის, ვინც შემოქმედებითობით გამოირჩევა, მემარჯვენე.
იმაზე, თუ რომელ ხელს გამოვიყენებთ, დიდი გავლენა გენეტიკას აქვს — ამის პროცენტული მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს. დანარჩენს კი ისეთი გარემო ფაქტორები განაპირობებს, როგორიცაა აღზრდა და კულტურული გავლენა. როგორც დადგინდა, კონკრეტული ხელის გამოყენებას 40-მდე გენი განსაზღვრავს.
ვინაიდან წერა თავის ტვინში ენისა და მეტყველების ცენტრებს ააქტიურებს, ლოგიკურია, რომ ადამიანების უმეტესობა მარჯვენა ხელს იყენებს. თუმცა როგორც წესი, ისინი ბურთს უკეთესად მარცხენა ხელით გადააადგილებენ. ამას კი ხელის გამოყენების შერეულ ვარიანტამდე მივყავართ.
რაზე მიუთითებს ორივე ხელის თანაბრად გამოყენების უნარი?
ორივე ხელის თანაბრად გამოყენება საკმაოდ ბუნდოვანი ფენომენია. ვარაუდობენ, რომ ტვინი გაუმართავ ნეირონულ კავშირებს უფრო მეტად ხვდება, როცა მის მიერ დამუშავებული ინფორმაცია ნახევარსფეროებს შორის წინ და უკან გადაადგილდება. ამას ცუდ აკადემიურ მოსწრებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას უკავშირებენ. კვლევისას აღმოჩნდა, რომ ამბივალენტური ადამიანები სავარჯიშოებს, რომლებიც არითმეტიკას, მეხსიერების აღდგენასა და ლოგიკურ მსჯელობას მოიცავს, უფრო ცუდად ასრულებენ.
ორივე ხელის თანაბარი სიმარტივით გამოყენებას, რა თქმა უნდა, თავისი უპირატესობებიც აქვს, რაც სპორტში, ხელოვნებასა და მუსიკაში ნამდვილად აისახება.
შესაძლოა, ვარჯიშით ორივე ხელის გამოყენება შეძლოთ
ადრე ცაცია ბავშვებს სკოლაში ხშირად მარჯვენა ხელის გამოყენებას აიძულებდნენ, შემდეგ კი მათ ორივე ხელის გამოყენება შეეძლოთ… 1903 წელს, ჯონ ჯექსონმა, ბელფასტის გრამატიკის სკოლის დირექტორმა, ამბიდექსტრალური კულტურის საზოგადოება დააარსა. მას სჯეროდა, რომ ტვინის ნახევარსფეროები განსხვავებული და დამოუკიდებელია. ხოლო მისთვის მხოლოდ ერთი ხელის გამოყენება ტვინის პოტენციალის ნახევრის დაკარგვას ნიშნავდა. სწორედ ამიტომ, იგი ადამიანებს ორივე ხელის თანაბრად გამოყენებაში ეხმარებოდა.
ორივე ხელის თანაბრად გამოყენების უნარის გამომუშავება შესაძლებელია, თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ მსგავსი ვარჯიში, ჩვენთვის ნაკლებად სასარგებლოა.













