in

რატომ ვწითლდებით? — კვლევა

ალბათ, თქვენც იმ ადამიანთა შორის ხართ, რომლებიც სიმორცხვესა და სიწითლეს შორის ტოლობის ნიშანს ავლებენ. თუმცა ახალი კვლევა გვეუბნება, რომ გაწითლების მთავარი მიზეზი ეს კი არა, თვითშემეცნების გაძლიერებული გრძნობაა. შეგრძნება, რომ გვხედავენ ან გვიყურებენ, ვიდრე იმის კოგნიტიური გამოთვლა, თუ რას ფიქრობენ სხვა ადამიანები ჩვენზე… 

M2
M2

ეს კი 40 თინეიჯერსა და 20 წლის მონაწილეებზე დაკვირვებით გავიგეთ, რომლებიც კარაოკეს მღეროდნენ და, ამის პარალელურად, MRI-ის იღებდნენ დაწოლილ მდგომარეობაში. თანაც სიწითლე ჩარლზ დარვინმა ჯერ კიდევ 1872 წელს აღწერა, როგორც ყველაზე უცნაური და ადამიანური გამოხატვის ფორმა, რომელიც მაშინ ძლიერდება, როცა ვიღაც მიგვითითებს, რომ გავწითლდით, მიუხედავად იმისა, ამაში დამნაშავეები ვართ თუ არა. 

თუმცა ამ ფსიქოლოგიური პასუხის განმარტება მეტად პირდაპირია — სისხლის ნაკადი სახეზე, რომელიც აწითლებს ლოყებს, ზოგჯერ ყურებს, კისერს, გულმკერდის ზედა ნაწილსა და შუბლს. მაგრამ კითხვა, თუ რატომ წითლდება ვიღაც, ფაზლის მსგავსია მკვლევრებისთვის. რცხვენიათ თუ ბრაზდებიან დაშვებული შეცდომის გამო, ან რაიმეში მხილებას ხომ არ წარმოადგენს? ან იქნებ, დამსახურებული კომპლიმენტის ბრალია? იმაზე ხომ არ ფიქრობენ, სხვები რას იფიქრებენ ან ხომ არ განსჯიან? 

აი, 2004 წლის კვლევა გვეუბნება, რომ სიწითლე სახის ნახევარ მხარეს მეტად ინტენსიურია, თუ ვიღაც მაგალითად მომღერალს გვერდიდან უყურებს. თუმცა მცირემასშტაბიანი კვლევა იყო, რის გამოც მყარი დასკვნების გაკეთებისგან თავს იკავებენ. ამასთან, 2010 წელს ჩატარებულ კვლევაშიც ვერ ხნიან, რატომ აწვება სახეს სისხლის ნაკადი გარკვეულ სიტუაციებში…

ამ ახალ ნაშრომში კი ფსიქოლოგი მილიკა ნიკოლიკი, თავის გუნდთან ერთად, ცდილობს, გაწითლებაზე არსებულ ჩახლართულ კითხვებს კარაოკეს მომღერლების ტვინის სკანირებებით უპასუხოს. აღმოაჩინეს, რომ ქალი მოხალისეების ლოყები მაშინ უფრო წითლდებოდა, როცა ისინი საკუთარ თავს უყურებდნენ და არა მაშინ, როცა სხვების სიმღერას, რაც მკვლევრებისთვის არც ისე გასაკვირია. 

ასეა თუ ისე, ტვინის MRI სკანირებებმა ბევრ რაიმეს მოჰფინა ნათელი — აჩვენა, რომ გაწითლება ტვინის იმ ნაწილებს ააქტიურებს, რომლებიც ემოციების წარმოქმნისა და ყურადღების საკითხებშია ჩართული მაშინ, როცა რეგიონები, რომლებიც რაღაცების წარმოდგენასა და ფიქრზეა პასუხისმგებელი, აშკარად პასიური იყო.

ამ მიგნებებს თავისი წვლილი შეაქვს მიმდინარე თეორიულ დისკუსიებში სიწითლის ბუნების გათვალისწინებით და მხარს უჭერს იდეას, რომ სოციო-კოგნიტიური პროცესები, შესაძლოა, სულაც არ იყოს საჭირო გაწითლებისთვის, — აცხადებენ მკვლევრები. 

თუმცა აქვე გეტყვით, რომ სიწითლესა და თვითშემეცნებას შორის კავშირი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ რაღაც დოზით მის კონტროლს შეძლებთ… ხოლო მიუხედავად მიღებული შედეგისა, მკვლევრები, მენტალური პროცესების კომპლექსური ბუნების გამო, მათი განზოგადებისგანაც თავს იკავებენ. კარგი კი ის არის, რომ ამ უკანასკნელისთვის კვლევა გრძელდება…

როგორ იქცა საქართველოს ბანკი ქვეყანაში ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიად — ალექს ზნამესკი, ქსელის უფროსი ადმინისტრატორი

WhatsApp ჩატებსა და ზარებს Favorites-ის ფილტრს ამატებს