in

რატომაა ორგანიზმისთვის წყლის მიღება აუცილებელი?

ჩვენი ორგანიზმის 50-დან 70%-მდე წყალს უკავია. ეს ფაქტი უკვე გვაძლევს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა დატვირთვას ასრულებს წყალი ჩვენი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებაში. წყალი ჰაერივითაა – ანალოგიურადვე საჭიროა ორგანიზმისთვის და შეუძლებელია, ეს სითხე რაიმეთი ჩავანაცვლოთ.

რა რაოდენობის წყალია საჭირო ორგანიზმისთვის?

ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ წყალს სუნთქვის დროს, ოფლისა და შარდის გამოყოფით. ჩვენი სხეულის სათანადო ფუნქციონირებისთვის უნდა შევავსოთ ორგანიზმი წყლით/სასმელებითა და იმ საკვების მიღებით, რომლებიც წყალს შეიცავენ.

რამდენი სითხე სჭირდება ზომიერ კლიმატში მცხოვრებ საშუალო წონის, ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს? აშშ-ს მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნულმა აკადემიამ დაადგინა, რომ წყლის ყოველდღიური დოზაა:

  • დაახლოებით 15,5 ჭიქა (3,7 ლიტრი) სითხე დღეში მამაკაცებისთვის
  • დაახლოებით 11.5 ჭიქა (2.7 ლიტრი) სითხე დღეში ქალებისთვის

აღნიშნული სითხე მოიცავს როგორც წყალს, ასევე სხვა სითხეებსა და იმ საკვებს, რომლებიც წყალს შეიცავენ.

ისინი, ვინც ფიზიკურად აქტიურები არიან, კარგად აცნობიერებენ წყლის მიღების მნიშვნელობას, თუმცა, ძალიან ბევრ ადამიანს დღის განმავლობაში უბრალოდ ავიწყდება წყლის დალევა. მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია ზამთარში. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ სტატიით წყლის განუზომელ მნიშვნელობაზე მოგვეთხრო.

და მაინც, რატომაა წყლის მიღება აუცილებელი?

ზრდის ენერგიას და ხსნის დაღლილობას

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ტვინის დიდი ნაწილი წყალს უკავია, მისი მიღება გვეხმარება, უკეთ ვიფიქროთ, ვფოკუსირდეთ და ვკონცენტრირდეთ ამა თუ იმ საქმეზე და უფრო ფხიზლად ვიყოთ. ამასთანავე, წყლის მიღება ენერგიას მნიშვნელოვნად გვმატებს.

მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მონელებაში

წყალი მნიშვნელოვანი ნივთიერებაა კუჭისთვის. ის გვეხმარება საჭმლის მონელებაში და ხელს უშლის ყაბზობასა და კუჭნაწლავის სხვა გართულებებს.

ხელს უწყობს წონის კლებას

წყლის მიღება ორგანიზმში მეტაბოლიზმის დონეს ზრდის და აწესრიგებს, ასევე ხელს უწყობს ცხიმების დაშლას. გარდა ამისა, მისი ჭამამდე მიღება აქვეითებს მადას და უფრო ნაკლებს ვჭამთ. და კიდევ ერთი – წყალს 0 კალორია აქვს.

ორგანიზმს ტოქსინებისგან ათავისუფლებს

წყლის დალევა ხელს უწყობს ოფლისა და შარდის გამოყოფას, რომელთა მეშვეობით სხეული ტოქსიკური ნივთიერებებისგან სუფთავდება. ასევე, წყლის მიღება ამცირებს თირკმელში კენჭებისა და საშარდე გზების ინფექციების რისკს.

აუმჯობესებს კანის მდგომარეობას

წყლის მიღება ატენიანებს სახის კანს, მას უფრო ნათელსა და გლუვს ხდის. ასევე, ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას. წყლის მიღება ძველებური ხერხია საიმისოდ, რომ კანი დიდხანს შენარჩუნდეს კარგ მდგომარეობაში.

წყალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლებისთვისაც

ძვლის გარკვეული ნაწილი წყალს წარმოადგენს. წყლის მიღება მნიშვნელოვანია სახსრების გამართული მუშაობისთვის. წყლის მეშვეობით ძვლების დაბოლოებები გლუვდება, რაც ხახუნის შესაძლებლობას ამცირებს.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

Spotify Hi-Fi სტრიმინგ სერვისს აამოქმედებს

Spot-ს “ფეინთბოლის” იარაღი დაუმონტაჟეს – მისი მართვა ყველას შეეძლება!