in

რატომ უნდა ვესტუმროთ INMerge Innovation Summit 2024-ს?

10-11 ოქტომბერს, ბაქოში ინოვაციების სამიტი INMerge 2024 გაიმართება. ღონისძიება Baku Convention Center-ში ჩატარდება. INMerge გახლავთ მასშტაბური მოვლენა, რომელიც უკვე მეოთხედ ტარდება და მსოფლიოს წამყვან ინოვატორებს უყრის თავს.

წელს, INMerge უმასპინძლებს სპიკერებს ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა YouTube – მას სამიტზე სტივ ჩენი წარმოადგენს, აუდიტორიის წინაშე წარდგება Amazon-ის ვიცე-პრეზიდენტი ვერნერ ვოგელსი, ლინდა ჰილი Harvard Business School-დან და წარმომადგენლები ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Philips, Mastercard, Vodafone, Avito და არაერთი წარმატებული საერთაშორისო კომპანია.

INMerge მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც ტექნოლოგიისა და ბიზნეს სექტორების უახლესი ინოვაციები და გამოწვევები განიხილება. ესაა ანტრეპრენერებისა და ინვესტორების დამაკავშირებელი გარემო. სამიტი ორიენტირებულია ისეთი პარტნიორობის ხელშეწყობაზე, რომელსაც მნიშვნელოვანი ინოვაციებისთვის შეუძლია საფუძვლის ჩაყრა. იმ პირობებში, როდესაც ტექნოლოგიური წინსვლა და ციფრული ტრანსფორმაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სამიტზე განსახილველი თემატიკები განსაკუთრებით აქტუალურია.

ღონისძიებაზე მიღებულ გამოცდილებას წინა წლის სპიკერებიც განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით გვიზიარებენ:

ღონისძიება შექმნილია იმისთვის, რომ დამსწრეებს შესთავაზოს ფასდაუდებელი შესაძლებლობები ცოდნის გაზიარებისა და ახალი სანაცნობო წრის შეძენისთვის. სხვადასხვა ხედვის ერთ სივრცეში თავმოყრით, სამიტი ხელს უწყობს საუბარს მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც გავლენას ახდენს სხვადასხვა სექტორზე. ეს კი მონაწილეებს საშუალებას აძლევს გაერკვნენ თანამედროვე ბიზნეს გარემოს სირთულეებში.

აი, რა თემები იქნება განხილული INMerge-ის ფარგლებში:

ფინანსური ტექნოლოგიები – ამ ნაწილში საუბრები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ როგორ ცვლის ფინტექი საბანკო და ფინანსურ მომსახურებებს, მათ შორის ციფრული ვალუტების ცვლილებასა და ინოვაციურ საგადახდო სისტემებს.

დიგიტალიზაცია – სამიტზე განიხილება ყველა სექტორში ბიზნესისთვის ციფრული ტრანსფორმაციის აუცილებლობაა და ამ ცვლილების ეფექტურად მართვის სტრატეგიები.

ელექტრონული კომერცია – მონაწილეები გააანალიზებენ ტენდენციებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ონლაინ შოპინგზე, მომხმარებელთა ქცევასა და ლოგისტიკაზე სულ უფრო მზარდ ციფრულ ბაზარზე.

ტელეკომუნიკაციები – ტელეკომუნიკაციების როლი ციფრული ინოვაციების ხელშეწყობაში იქნება მთავარი ფოკუსი, განსაკუთრებით მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის წვლილის გათვალისწინებით.

Value-added მომსახურებები – სამიტი შეაფასებს, თუ როგორ შეუძლიათ ბიზნესებს გააუმჯობესონ მომხმარებელთა გამოცდილება ინოვაციური სერვისების შეთავაზებით, რომლებიც სცდება პროდუქტის ძირითად ფუნქციონალს.

ახალი ეკონომიკა – ახალი ეკონომიკის დინამიკის ახსნა, რომელიც ხასიათდება ტექნოლოგიით გამოწვეული ცვლილებებით, შეისწავლის, თუ როგორ შეუძლიათ ბიზნესებს ადაპტირება კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.

ეს დისკუსიები მიზნად ისახავს მიმდინარე ტენდენციების წარმოჩენასა და მონაწილეებისთვის პრაქტიკული ხედვების მიწოდებას, რომლებიც შეიძლება დანერგონ საკუთარ ორგანიზაციებში.

დეტალებისთვის და ბილეთების შესაძენად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს www.inmerge.az. ღონისძიების განრიგის, სპიკერების სიისა და რეგისტრაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია სამიტის ოფიციალურ გვერდსა და სოციალურ მედიაში.

ხელოვნება და მეცნიერება ლუდის ერთ ქილაში გააერთიანეს

SOLO Books-ისა და Visa-ს მხარდაჭერით, ბესტსელერი „ბიზნესის გული“ ქართულ ენაზე გამოიცა