in

რა უნდა წაიკითხოს მარკეტერმა!

Amazon-Kindle_2რამოდენიმე დღის წინ მეგობრის Kindle ბიბლიოთეკის დათვალიერებისას წავაწყდი რამოდენიმე საინტერესო წიგნს  “როგორ ჩავატიო სამუშაო დღე 4 საათში” და “როგორ გავხდე მილიონერი 30 წუთში”…

pasha-statiebi
pasha-statiebi

არა, სწორად გამიგეთ.. მე მას გავუღიმე და Kindle დავუბრუნე, თუმცა, როდესაც ვკითხე თუ რამდენი ხნის წინ წაიკითხა “როგორ გავხდე მილიონერი 30 წუთში” მან მიპასუხა : “სადღაც ერთი კვირაა”, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, ჩემი მეგობარი 30 წუთში მილიონერი ვერ გახდა. ვინმეს მართლა, გულით სჯერა, რომ 4 საათში სამუშაო დღეს ჩაატევს? მითუმეტეს მარკეტერს?

საერთოდ ძნელია იპოვო სწორი წიგნები, წიგნები რომელიც გეხმარება გაიზარდო როგორც პროფესიონალი. თუ ავტორი გამოთქვამს რადიკალურ აზრს, თუნდაც სადაოს, ნაშრომის წაკითხვა უკვე საინტერესოა, ხოლო როდესაც კითხულობ წიგნს “საერთოდ ბიზნესზე” ის ფესვშია ცუდი, ელემენტალურად იმიტომ, რომ 1 გადაწყვეტილებით კარგისკენ შეცვალო 15 დეტალი პრაქტიკაში არ შეიძლება (რაც აუცილებლად იქნება ასეთ წიგნში ახსნილი ).

ამ სტატიის და მასში ჩამოთვლილი წიგნების მთავარი აზრი არ არის “წაიკითხე და შენ უკვე შეგიძლია”, შეუძლებელია რაიმე გააკეთო იდეალურად სანამ რამოდენიმეჯერ ამას ცუდად არ გააკეთებ.

მარკეტინგის 22 უცვლელი კანონი – რაისი და ტრაუტი

მე საერთოდ დიდ პატივს ვცემ რაისს, მისი პირველი წიგნი რომელიც მე წავიკითხე იყო 11 უცვლელი კანონი ინტერნეტ ბრენდინგზე, ასევე ძალიან საინტერესო წიგნი. რაც შეეხება 22 უცვლელ კანონს, წიგნი საკმაოდ პატარაა და მისი წაკითხვა დაახლოებით საათს წაგართმევთ და დამიჯერეთ, ამაზე ნამდვილად არ ინანებთ.

უხილავის გაყიდვა – ბეკვიტი

ეს არის ძალიან საინტერესო და მეტიც, აუცილებელი წიგნი ყველა მარკეტერისთვის რომელიც სერვის ინდუსტრიაშია.

შემომავალი მარკეტინგი – შაჰი, ჰალიგანი

წიგნი იმაზე, თუ როგორ გიპოვონ პოტენციურმა კლიენტებმა რეკლამის ზღვაში, წიგნი იმაზე, თუ როგორ გადაწიო გვერდით ტრადიციული რეკლამა და გამოიყენო კარდინალურად განსხვავებული ხედვა. ნაშრომში მთლიანად სოციალური მედიის გამოყენებაზე არის დაფუძნებული.

რეკლამის წერის ხელოვნება – ჰიგინსი

ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი წიგნი, უბრალო, მოკლე და იმდენად საინტერესო, რომ პირადად 3ჯერ გადავიკითხე 2 დღის განმავლობაში. ავტორის ინტერვიუები ისეთ ლეგენდებთან როგორებიც ბერნბახი, ოგილვი და ბარნეტი არიან არ შეიძლება აღტაცებაში არ მოიყვანოს ნებისმიერი მარკეტერი, ვისაც მათი სახელი გაუგია.

ლოიალურობის ეფექტი – რეიჩჰელდი

ძალიან საინტერესო და აუცილებელი წიგნი მათთვის ვინც FMCG-ის სექტორშია. მარკეტერები, რომლებიც სხვა მიმართულებით მუშაობენ ასევე იპოვიან ამ წიგნს

წიგნების შემდეგ ნაკრებს რამოდენიმე დღეში შემოგთავაზებთ ახლა კი დატკბით ზემოდ ჩამოთვლილი ნაშრომებით.

 

1)  The 22 Immutable laws of Marketing

2)  Selling the invisible 

3)   Inbound Marketing

4)   The Art of writing Advertising

5)  The Loyalty Effect

 

ავტორი: ლევან გომშიაშვილი



საკვები პროდუქტების კრეატიული შეფუთვები

სასმელი

9MM ახალი ენერგეტიკული სასმელი ქართულ ბაზარზე