in

კრის ჰემსვორთმა 6.2-მილიონიანი ბანანი Meta-ს რეკლამაში შეჭამა!

სუპერ თასის შესანიშნავ რეკლამებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული Meta-ს კამპანია გახლდათ, რომელიც Ray-Ban Meta-ს ჭკვიანი სათვალეების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. რამდენიმე თვის წინ გაცნობეთ, რომ კედელზე მიკრული ბანანი აუქციონზე 6.2 მილიარდ დოლარად გაიყიდა, ახლა კი სწორედ ეს შემოეჭამა კრის ჰემსვორთს… რეკლამაში კი ნახავთ, რა ხდება, როცა კრის პრეტი, კრის ჯენერი და კრის ჰემსვორთი ხელოვნების სამყაროს Ray-Ban Meta-ს სათვალეებით სტუმრობენ:

BOG

კარგი იუმორის გარდა, რეკლამაში მეტამ საკუთარ ამბიციებს გაუსვა ხაზი ჭკვიან სათვალეებთან მიმართებით, რაც რეალურ დროში ინფორმაციების მოძიებასა და ხმით გააქტიურებულ ბრძანებებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მილიონზე მეტი ერთეულით გაყიდული Ray-Ban Meta აქტუალობას არ კარგავს და დღემდე ისეთ კითხვებსაც კი პასუხობს, როგორიცაა: Hey Meta, who eats art?

წლევანდელი სუპერ თასის გამარჯვებული რეკლამების ნახვას ამ ლინკზე შეძლებთ.

60 000-ზე მეტი უფასო სასწავლო კურსი ტექნოლოგიებში და მსოფლიოს უმსხვილესი პლატფორმა BTU-ში

რატომ არის რთული სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნა