in

“ეს გამბედაობას მოითხოვს” – Ray-Ban-ის რეკლამა, რომელშიც არცერთი სათვალე არაა გამოყენებული

Ray-Ban–მა სარეკლამო ვიდეორგოლი გადაიღო, რომელშიც მთელი 6 წუთის განმავლობაში არცერთი სათვალე არ ჩანს, მეტიც – მინიშნებაც კი არ არის ამის შესახებ. მაშ, რაზეა ვიდეო? საქმე ისაა, რომ ბრენდმა წამოიწყო კამპანია #ItTakesCourage, რომლის ფარგლებში გეგმავს გაგვაცნოს შთამბეჭდავი ისტორიები, თუ რატომ არ უნდა დანებდე არასოდეს.

ლუდინი ილუზიონისტია ბრჭყვიალა მანტიით, რომელმაც თავშესაფარში მცხოვრები მოხუცების გაკვირვებაც კი ვერ მოახერხა და ფოკუსი, რომლის დროსაც ქუდიდან ბაჭია უნდა ამოეყვანა, სრული კრახით დაამთავრა. მისი იმედი და რწმენა თავისი ოფისის დამლაგებელსაც კი აღარ აქვს. მიუხედავად ამდენი იმედგაცრუებისა და შეურაცხყოფისა, ლუდინი რწმენას მაინც არ კარგავს და კიდევ ერთხელ ცდის ბედს. ბავშვის დაბადების დღეზე მიდის დაუპატიჟებლად, მაგრამ იქიდანაც უკან აბრუნებენ, რადგან აღარავის უნდა ბრჭყვიალა მანტიაში გამოწყობილი უიღბლო ილუზიონისტის ყურება. მოულოდნელად, მიბრუნებული ლუდინი, როგორც იქნა, შეძლებს და ქუდიდან ბაჭიას ამოიყვანს.

 

 

უიღბლო ილუზიონისტის ამბავი ნამდვილად კარგი დასტურია იმისა, რომ ყველაზე დიდი დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობის წინაც კი არ ღირს იმედის დაკარგვა. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს  Ray-Ban შემდეგ ჯერზე.

არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობთ, მე მაინც ვიმარჯვებ! – Nike–ის ვიდეორგოლი Unlimited Fight

სოფო ჭაავა – #პირველისამსახური