in

ამერიკის წამყვანი კლინიკების გამოცდილებით შექმნილი საოჯახო მედიცინის ცენტრი “რეიმანი” უკვე სრულად ფუნქციონირებას იწყებს

“ჩვენი მიზანია, საქართველოში შემოვიტანოთ პრევენციაზე ორიენტირებული, დასავლური ტიპის პირველადი ჯანდაცვა, რომელიც გარკვეულწილად აწევს თამასას ქართულ ბაზარზე. ჩვენ გვსურს ვიყოთ პაციენტების იმედი ქართული ჯანდაცვის სფეროში”…

ქართული ჯანდაცვა სამედიცინო კლინიკების ნაკლებობას არ განიცდის, ამის მიუხედავად, პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა კვლავაც გამოწვევად რჩება. არსებულმა გარემოებამ პროფესიონალთა გუნდს უბიძგა შეექმნათ ამერიკული სტანდარტების კლინიკა, რომელსაც ანდობთ თქვენსა და თქვენი ოჯახის ჯანმრთლობას. დღეს, გიამბობთ საოჯახო მედიცინის ინოვაციურ ცენტრ “რეიმანზე“, რომელმაც ამერიკის წამყვანი კლინიკების გამოცდილების გათვალისწინებით, ქართული ბაზრისთვის პირველადი ჯანდაცვის სრული სპექტრის შექმნა გადაწყვიტა.

“გუნდს, რომელმაც კლინიკა „რეიმანის“ შექმნაზე იშრომა ამ სფეროში მუშაობის 27 წლიანი გამოცდილება აქვს. 1993 წელს, ამავე ადამიანებმა სასწრაფო დახმარება „არდი“ და კლინიკა „კურაციო“ შექმნეს. ეს იყო პირველი კერძო სამედიცინო ბიზნესი საქართველოში და საკმაოდ წარმატებულიც. გარდა წარმატებისა აღსანიშნავია ის ღირებულებები, რომელთა გარშემოც ეს 2 კომპანია შეიქმნა. „არდის“ ექიმებს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უწევდათ პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

დღეს, მსგავსი ღირებულებების მქონე კლინიკებს ბაზარი, სამწუხაროდ, მოკლებულია. ჩვენ სწორედ ამ მემკვიდრეობის გაგრძელება გვინდა. სწორედ ამიტომ, დავაარსეთ ახალი კლინიკა „რეიმანი“, რომელიც ორიენტირებულია დაავადებების პრევენციასა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის რეაბილიტაციაზე,” – ამბობს კლინიკის გენერალური დირექტორი თორნიკე ხუბუა.

“რეიმანის” კლინიკა სანდრო ეულის 5 ნომერშია განთავსებული, 2.500 კვ.მ.-მდე ფართობზე და აერთიანებს ამბოლატორიული მომსახურების სრულ სპექტრს. კლინიკა გათვლილია დღიურად 600-800 პაციენტის მომსახურებაზე. რა ტიპის სერვისებზე აქვთ წვდომა “რეიმანის” პაციენტებს? რით გამოირჩევა სხვა სამედიცინო დაწესებულებს შორის? რამდენად გაამარტივებს პაციენტისა და კლინიკის ურთიერთობას მისი მუშაობის მექანიზმი? ამ და სხვა შეკითხვებით, “რეიმანის” წარმომადგენლებს მივმართეთ.

M: რა ტიპის სერვისების მიღებაა შესაძლებელი “რეიმანის” კლინიკაში?

ესაა საოჯახო მედიცინა, პედიატრია, ლაბორატორიული სერვისები და სრული ამბულატორიული მომსახურება.

საოჯახო მედიცინა ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა. დასავლური მედიცინა პირველად ჯანდაცვაზეა აწყობილი, რომლის ქვაკუთხედიც ოჯახის ექიმია. ჩვენი მიზანია ეს პრაქტიკა ქართულ რეალობაში გადმოვიტანოთ და დავამკვიდროთ.

ლაბორატორია – დასავლური სტანდარტების ლაბორატორია, თანამედროვე ავტომატიზებული სისტემებით, რაც დიაგნოსტიკის სიზუსტეს განაპირობებს.

პედიატრიაკლინიკაში ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილი დამოუკიდებელი სათამაშო და მოსაცდელი სივრცე გვაქვს. კლინიკის კვალიფიციური პედიატრები მუშაობენ შემდეგი მიმართულებებით:

  • ბავშვთა დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად;
  • ბავშვის განვითარებაზე დაკვირვება, ზრუნვა და პროცესში ოჯახის ინფორმირება;
  • დაავადებათა პრევენცია ჯანსაღი კვების, ჩვევების, თამაშის, სწავლისა და დასვენების გარემოს ადაპტაციის, იმუნიზაციის, დაავადებათა სკრინინგის და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობის გზით.

სრული ამბულატორიული მომსახურება – „რეიმანში“, წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების გათვალისწინებით, მოვიწვიეთ საუკეთესო სპეციალისტები შემდეგ მიმართულებებში:

  • საოჯახო მედიცინა
  • პედიატრია
  • ქალთა ჯანმრთელობა
  • რადიოლოგია
  • კარდიოლოგია
  • ნევროლოგია
  • ოფთალმოლოგია
  • უროლოგია
  • ალერგოლოგია
  • დერმატოლოგია
  • ენდოკრინოლოგია
  • ლარინგოლოგია

და სხვა.

M: რა გამოწვევებია, დღესდღეობით, სამეციდინო ბაზარზე და როგორია თქვენ მიერ დანახული ეფექტიანი გამოსავალი?

ჩვენი მიზანია, დავნერგოთ პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა, გავუმარტივოთ ცხოვრება ადამიანებს, დავზოგოთ მათი დრო და დავეხმაროთ არამარტო დაავადებებთან ბრძოლაში, არამედ გრძელვადიანად ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ამის გაკეთება მხოლოდ პრევენციაზე ორიენტირებული სისტემითაა შესაძლებელი.

პრობლემა: დღევანდელ რეალობაში, ადამიანები მიდიან კლინიკაში, იღებენ დიაგნოზს და მიდიან სხვაგან, რომ ეს დიაგნოზი გადაამოწმონ. ხშირია, როცა პაციენტი საკუთარი გადაწყვეტილებით ან „ახლობლის“ რჩევით მიდის რაიმე კვლევის გასაკეთებლად, რომელიც შესაძლოა სულ არ იყოს საჭირო. არცთუ იშვიათია, რომ ადამიანები მიდიან პირდაპირ სპეციალისტთან, იხდიან თანხას და ბოლოს აღმოაჩენენ, რომ კონკრეტული მიმართულებით არაფერი აღენიშნებათ. პრობლემები რჩება, დრო და ფული კი დახარჯულია. იშვიათია ისეთი ოჯახის ექიმი, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მართვას შეძლებს და არ შემოიფარგლება მხოლოდ სპეციალისტებთან გადამისამართებით.

რას ითხოვს ბაზარი? კლინიკას, რომელიც იქნება სანდო და სრულად ორიენტირებული პაციენტის ჯანმრთელობაზე.

რაში ვხედავთ გამოსავალს? განაპირობებს კი კარგი მკურნალობა ჯანმრთელობას? პასუხია – არა. მკურნალობა განკურნებაზეა მიმართული. გრძელვადიანი ჯანმრთელობისთვის ჯანსაღი ცხოვრების ჩვევები და დაავადებების პრევენციაა აუცილებელი. საჭიროა სწორი კვება, ვარჯიში და ამ ყველაფერის არსებულ ცხოვრების რეჟიმთან შესაბამება. საჭიროა სკრინინგული კვლევები, რომელთა გაწერაც ასაკის, სქესის, გადატანილი დაავადებებისა და გენეტიკური მოცემულობის მიხედვით ხდება. სწორედ ეს არის ის განსხვავებული მიდგომა, რომლის შეთავაზებასაც ბაზრისთვის ვაპირებთ.

M: რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

ჩვენი მიზანია შევქმნათ პაციენტზე ორიენტირებული გარემო. ამ დაპირების შესასრულებლად ყურადღებას ვამახვილებთ შემდეგ ფაქტორებზე:

  • გვყავს ძალიან მაღალი კვალიფიციური ექიმები, რომლებიც პარალელურად ჩართულნი არიან უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაში
  • ჩვენი დაავადებათა მართვის პროტოკოლები მუდმივად განახლებადია, რაც საშუალებას გვაძლევს ყოველთვის ვიყოთ ინფორმირებული მედიცინაში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით.
  • კლინიკის გარემო ორიენტირებულია პაციენტისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე.
  • თანამედროვე სამედიცინო აპარატურა და წამყვანი მწარმოებლების სახარჯი მასალები საშუალებას გვაძლევს, რომ დიაგნოსტიკაში გვქონდეს მაქსიმალური სიზუსტე.

ვგეგმავთ ოჯახის ექიმის ინსტიტუტის რეაბილიტაციას, რომელიც ევროპული და ამერიკული პირველადი ჯანდაცვის პრაქტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია.

ვთვლით, რომ ამ მიზნების განხორციელების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვა საქართველოში გადავა ახალ ეტაპზე, რაც ხელს შეუწყობს მის უფრო ფართომასშტაბიან განვითარებას.

“რეიმანის” სტრატეგიული პარტნიორია “თიბისი დაზღვევა”, პრივილეგირებული პარტნიორი – “არდი”.

M: ხშირ შემთხვევაში ექიმთან მისვლა, არსებული პროცედურებისა და ბიუროკრატიის გამო, თავსატეხს წარმოადგენს ბევრი პაციენტისთვის. როგორ შეცვლის რეიმანი ამ ვითარებას? 

ჩვენი მომსახურების კომფორტს პაციენტები უკვე კლინიკაში მოსვლამდე იგრძნობენ. აპლიკაცია, რომელიც სულ მალე გაეშვება, ექიმთან ვიზიტის წინასწარ დაჯავშნას, კვლევების შედეგების დინამიკაში ნახვას, ექიმების რჩევებისა და დანიშნულებების ონლაინ რეჟიმში ჩვენებას გულისხმობს.

ვიზიტისას ლოდინის დრო მინიმალურია. დანერგილია რიგის მართვის სისტემა. შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაა განთავსებული. მოსაცდელი დარბაზი და ექიმის კაბინეტები ერთმანეთისგან გამოყოფილია. შედეგად, ვიზიტის დროს ექიმსა და პაციენტს სრული სიმშვიდე და კომფორტი გარანტირებული აქვთ.

ლაბორატორიული კვლევები ადგილზე ტარდება. სადაზღვევო კომპანიებთან კი გამარტივებული პროცედურებით ვთანამშრომლობთ.

M: სამედიცინო სფერო მუდმივად ვითარდება და ახალი სტანდარტები ინერგება, რამდენად მიჰყვებით ამ დინამიკას როგორც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ისე სპეციალისტების გადამზადების კუთხით? 

დღევანდელ მედიცინაში მუდმივად ინერგება ახალი სტანდარტები, მკურნალობის ახალი გზამკვლევები, რომლებსაც ჩვენი გუნდი მუდმივად მიჰყვება და აახლებს ჩვენს შიდა პროტოკოლს.

დაავადებათა მართვის მუდმივად განახლებადი პროტოკოლების მიხედვით კი ჩვენი სპეციალისტები პერიოდულ ტრენინგებს გადიან.

ჩვენი თანამშრომლები ასევე მუდმივად გადიან კომუნიკაციის ტრენინგებს, რომ შეხების თითოეულ წერტილში პაციენტებმა საუკეთესო შესაძლო მომსახურება მიიღონ.

M: სამომავლოდ…

ამ ეტაპზე, სრულად ვართ ჩართული პირველი ფილიალის საქმიანობაში. ვგეგმავთ, ჩვენი პაციენტებისათვის იმ პროდუქტების წარდგენას, რაც დამახასიათებელია დასავლური პირველადი ჯანდაცვისათვის. სამომავლოდ ვაპირებთ შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებს როგორც ახალი ფილიალი, ასევე მართვადი ჯანდაცვის პრინციპებზე მორგებული სხვა პროდუქტები.

 

[R]

Mastercard-ის შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ახალ კამპანიას იწყებს

ვინ გახდა Startup World Cup-ის რეგიონალური გამარჯვებული