in

ნახეთ: როგორ გამოიყურება ინსომნია?

რაისა ფონტანას ილუსტრაციები ნოსტალგიური, მაგრამ დროულია; ლამაზი, მაგრამ უცნაური. მისი მდუმარე ფერთა პალიტრები და მარტივი ხაზები კი სხვენში წლების წინ დამტვერილი საბავშვო წიგნის შთაბეჭდილებას ტოვებს…

„ფერები, რომლებსაც ყველაზე მეტად ვიყენებ, ჩემი სკოლის ემბლემაში, ფორმასა და სკოლის ჩანთაზე იყო. ასევე, განსაკუთრებით მიყვარს ვარდისფერი ჩრდილი, რადგან სწორედ ამ ფერის იყო დედაჩემის საყვარელი ქვედაბოლო. ფერებიც სუნის მსგავსია — ისინი სინესთეტიკურ კავშირს ქმნის“, — განმარტავს რაისა.

ონლაინ სივრცეში ცნობილი, როგორც Desktopgirl, ფონტანა ძირითადად ციფრულ ხელოვნებას ქმნის, რაც, მისი აზრით, „სწრაფი კომუნიკაციის“ მოთხოვნილებითაა განპირობებული. ახლახან Hato Press-მა ფონტანას ნამუშევრების სერია “Some Nights are Quieter Than Others” გამოაქვეყნა. ეს უკანასკნელი ინსომნიის პრობლემას ეხება. „ღამე ყოველთვის სტრესული იყო ჩემთვის. საათობით ვიწექი საწოლში და ჩაძინების ყოველი მცდელობა წარუმატებელი იყო. მას შემდეგ, რაც ამ შემოქმედებით მოგზაურობაში ჩავერთე, ზოგიერთი ღამე უფრო მშვიდია, ვიდრე სხვები“.

ერთ ვიდეოში მოქცეული დეტალები, რომლებიც ახალი წლის დღესასწაულს ქმნის

Audi Grandsphere-ის შთაგონებით აწყობილი ხის მანქანა შვილისთვის – ვიეტნამელი ოსტატის პროექტი