in

დაივიწყეთ პროდუქტიულობა და დედლაინები — რაზე უნდა ფოკუსირდნენ მენეჯერები?

ერთი რამ დღეს ყველას ერთიანად გვაწუხებს და ეს გადატვირთული გრაფიკია. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ კულტურაში, რომელიც პროდუქტიულობას ყველაზე მეტად აფასებს… კალენდარი გადავსებულია, ხშირად გვიანობამდე ვმუშაობთ, ვერ ვასწრებთ სადილობას და ამ ყველაფერს ჩვენს პერსონალურ ცხოვრებას ვწირავთ. სიმართლე კი ის არის, რომ ასე უფრო მეტად ვაზიანებთ ჩვენს თავს. ამიტომ, დროა პროდუქტიულობაზე კი არა, ჩვენს შესაძლებლობებზე დავიწყოთ ფოკუსირება. 

pasha-statiebi
pasha-statiebi
  • ეს არის იმ ენერგიის, ყურადღებისა და დროის რაოდენობა, რომელიც უნდა გავცეთ
  • პროდუქტიულობა კი იმ სამუშაოს ოდენობაა, რომელიც კონკრეტულ დროში უნდა შევასრულოთ. 

ფოკუსმა უნდა გადაინაცვლოს იქიდან, თუ რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია, იქამდე თუ რამდენად კარგად შეგვიძლია რაღაცების გაკეთება… როცა თქვენი მაქსიმალური რესურსით მუშაობთ, ეს ჭიქის ბოლომდე გავსებას ჰგავს, სადაც არ ტოვებთ სივრცეს შეცდომებისთვის. როცა ჭიქას ყავით ბოლომდე ვავსებთ გვექცევა, მსგავსად კი, როცა თავს ძალიან ვიტვირთავთ, რაღაცები გვავიწყდება, ვღიზიანდებით და აღარც ემოციური რესურსი გვყოფნის… 

როგორც ლიდერმა, მნიშვნელოვანია, შეამჩნიოთ, როდის ხარჯავთ თქვენს მაქსიმუმს და გადადგათ ნაბიჯები, რათა თქვენი შესაძლებლობები გაზარდოთ ან სამუშაოს ოდენობა შეამციროთ. ეს გულისხმობს იმის განსაზღვრას, თუ რაში დახარჯავთ თქვენს დროს. ხშირად ჩვენ უბრალოდ დინებას მივყვებით, მაგრამ უმჯობესია, თუ გაჩერდებით და რეალურად დაფიქრდებით, რამდენად სწორია ის, რასაც კონკრეტულ მომენტში აკეთებთ. 

თქვენი შესაძლებლობები რომ გაზარდოთ, დრო და ენერგია დაგჭირდებათ:

  • როცა არ გვაქვს დრო და ენერგია, ჩვენი შესაძლებლობებიც სუსტდება
  • როცა გვაქვს ბევრი დრო, მაგრამ არა — ენერგია, ჩვენს რესურსებს ვფლანგავთ
  • როცა გვაქვს ბევრი ენერგია, მაგრამ, არა ბევრი დრო, შესაძლებლობების უეცარ მოზღვავებას განვიცდით
  • როცა დროც გვაქვს და ენერგიაც, ჩვენ ადაპტაციურ შესაძლებლობებს ვფლობთ: ანუ როცა რაღაც მოულოდნელად ხდება, გვაქვს უნარი ვისარგებლოთ ამ ცვლილებით და გავუმკლავდეთ მას. 

ლიდერები კი სწორედ ამ უკანასკნელისკენ უნდა ისწრაფოდნენ. ეს გვაძლევს სივრცესა და დროს ფიქრისთვის, განტვირთვისთვის, შესაძლებლობების უპირატესობის დანახვისთვის, რასაც ცვლადი გარემოებები გვთავაზობს. ქოუჩები კი აქ შემდგომ რჩევებს გვიზიარებენ:

  • იასამნისფერი პატჩები — საკუთარ თავთან ყოველდღიურად 1-საათიანი შეხვედრა დაგეგმეთ, რათა მისცეთ მას ფიქრისა და ამოსუნთქვის საშუალება
  • გონების გათავისუფლება — ამას ყოველ დილით სულ რაღაც 5 წუთი დასჭირდება, უნდა ჩამოწეროთ ყველაფერი, რაც თქვენს გონებაშია. 
  • სამუშაოზე კონცენტრირების დრო — კონკრეტულ საკითხებზე ფოკუსირებული მუშაობა, შეწყვეტისა და ყურადღების გაფანტვის გარეშე
  • 25-წუთიანი შეხვედრები — მკაფიო მიზნის დადგენისა და იმ ადამიანების მინიმალიზებით, რომლებიც გჭირდებათ, შეგიძლიათ გაანახევროთ შეხვედრების დრო და გაზარდოთ მათი გავლენა.

რაც უფრო უკეთ ვიაზრებთ, როგორია ჩვენი სამუშაო სტილი და რა ტიპის სამუშაოს შესრულება გვჭირდება რაღაცის დასასრულებლად, მით უფრო მეტად ვაცნობიერებთ ჩვენს შესაძლებლობებს და ვხედავთ, სად არის ჩვენთვის ზღვარი. აქვე გვეუბნებიან, რომ 15%-იანი ზღვარი გვაძლევს სივრცესა და დამატებით რესურსებს, რათა თავიდან ავიცილოთ გადაღლილობა და საკუთარ თავზეც ვიზრუნოთ…

წარმოიდგინეთ, ერთი პროექტის სრულად დამთავრება რომ შეგეძლოთ ან 1 თვის მანძილზე ყოველდღიურად სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულება… იქნებოდით თუ არა იმაზე უკეთესად, ვიდრე ახლა ხართ?



საუკეთესო შეთავაზება Samsung-ის დასაკეცეკრანიან Galaxy Z Flip4-სა და Fold4-ზე

„ადამიანების მენეჯმენტი | 360°“ – თიბისი დაზღვევის ღონისძიება HR-ებისთვის