in

Razer კონცეპტუალურ, ჭკვიან სახის ნიღაბს შექმნის!

მისი დებიუტი CES 2021-ზე, ამ წლის დასაწყისში შედგა

veon
veon

როგორც ცნობილია, Razer ახალი კონცეფციის მრავალჯერადი გამოყენების N95 ნიღბის საერთაშორისო მოხმარებაში ჩაშვებას აპირებს. იანვარში წარმოდგენილი პროექტი Hazel დისკის ტიპის აქტიურ ვენტილატორებს, Chroma RGB განათებას და ხმის პროექციას მოიცავს. თანაც, პირბადე გამჭვირვალეა, რაც სრული სახის აღქმის შესაძლებლობას ტოვებს.

Razer-ის გენერალური დირექტორის, მინ-ლიანგ ტანის თქმით ეს კონცეპტუალური, ჭკვიანი ნიღაბი ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენს ყოველდღიურობაში. მისი დებიუტი CES 2021-ზე, ამ წლის დასაწყისში შედგა. მართალია, პანდემიური პერიოდის განმავლობაში უამრავი ნიღაბი შეიქმნა, თუმცა ამ უკანასკნელს მრავალი რამ გამოარჩევს – ის წყალგაუმტარი, გადამუშავებული პლასტმასისგან შედგება, რომელიც არ იკაწრება და ყოველთვის ინარჩუნებს სილამაზეს. ასევე, მას აქვს რამდენიმე მიკროფონი, რომლის დახმარებითაც ხმა დახშული არ არის და ბევრად უკეთ ისმის.

ასევე, Chroma RGB განათების საშუალებით სიბნელეში პირბადე ნათდება, ასე რომ ადამიანებს ერთმანეთის სახის, გამომეტყველების ნახვა არ გაუჭირდებათ. მთლიანობაში ეს ტექნიკით აღჭურვილი ჭკვიანი ნიღაბია, რომლის ტარებაც საკმაოდ მოსახერხებელია. თანაც ყურზე რეგულირებადი მარყუჟი ნიღაბს კონკრეტულ პიროვნებაზე მორგებულს ხდის.

ჯერჯერობით უცნობია, რა ღირებულებით გაიყიდება ნიღაბი. მანამდე კი Razer-ს დამტკიცება და შესაბამისი სერთიფიკატები, საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციიდან, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიდან, ასევე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციიდან.

“პროექტი Hazel რეალობად იქცევა. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს განხორციელდეს და ვფიქრობთ, რომ სამწუხაროდ, ყველანი დიდხანს ვიქნებით ნიღბებით” – აცხადებენ კომპანიაში.

500 Georgia-ს მეორე ნაკადის გამარჯვებულები თავიანთ გამოცდილებაზე გიყვებიან

„ლოვენბრაუ – შენ იცი რაც გინდა!“