in

Motorola-მ ვიზუალურად მიმზიდველი დასაკეცი ტელეფონები გამოუშვა

დასაკეცი ტელეფონების მიმართ ნოსტალგია თუ ხშირად გახსენებთ თავს, Motorola Razr Ultra 2025 თქვენთვისაა. თუმცა, ასე მხოლოდ წარსულს კი არ მიაგებენ პატივს, არამედ ინოვაციებს გვაცნობენ და თვითგამოხატვის შესაძლებლობას გვთავაზობენ. მოდურ აქსესუარად წარმოგვიდგენენ, რის საფუძველსაც ტელეფონის ვიზუალური მხარე აძლევთ.

Razr Ultra 2025-ს მოტოროლა, Pantone-თან ერთად, ოთხი განსხვავებული ვიზუალით წარმოგვიდგენს, თითოეულით კი უნიკალურ ტაქტილურ გამოცდილებას გვაზიარებს. მათ, ვინც ელეგანტურობას ანიჭებს უპირატესობას, PANTONE Scarab ალკანტარა ვერსიას სთავაზობს, ქსოვილს, რომელსაც დიზაინერები უპირატესობას სირბილისა და ბზინვარების გამო ანიჭებენ. PANTONE Mountain Trail კი ბუნებრივ ელფერს იღებს FSC-ის მიერ სერტიფიცირებული ხის ვიზუალით, რომელიც მოწყობილობას ორგანულ სითბოს მატებს და მარცვლოვან ვიზუალს ანიჭებს.

თუ ტრენდები გიყვართ მაშინ PANTONE Rio Red-ზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი, რომლის დიზაინიც სრულიად ტყავითაა წარმოდგენილი. დაბოლოს, PANTONE Cabaret ვარდისფერია აბრეშუმის მსგავსი ზედაპირით, რომელიც იდეალურად აღბეჭდავს სახელის ენერგიას.

უნდა აღინიშნოს, რომ მოტოროლას ტელეფონების თითოეული ვერსია იმ პერსონალური თვითგამოხატვის საშუალებას იძლევა, რომლებიც ასე იშვიათად გვხვდება მობილურ მოწყობილობებში. 

თუმცა, გარდა მომხიბვლელი ვიზუალისა, Razr Ultra 2025 ტექნოლოგიური მახასიათებლებითაც გამოირჩევა, Snapdragon 8 Elite პროცესორი აქვს, რაც მრავალი საქმის ერთად კეთების საშუალებას იძლევა. მექანიზმიც განახლებულია და მომხმარებლებს მეტ გამძლეობას ჰპირდება — უჟანგავი ფოლადის ნაცვლად, ამჯერად იგი ტიტანისგანაა დამზადებული. IP48 რეიტინგით წყლისგან დაცვას გთავაზობთ, თუმცა მტვრისგან დაცვა აქაც ისეთი გამოწვევაა, როგორც სხვა დასაკეცი მოწყობილობების შემთხვევაში. 

რაც შეეხება ფასს, 1299 დოლარია და სწორედ იმ ადამიანებისთვისაა შექმნილი, რომელთაც პერსონალური სტილის გამოხატვა სურთ. 

ტექნოლოგიები და ინოვაციები – Global Tech Weekend Tbilisi 2025 – თიბისის მხარდაჭერით

აგათა კრისტის AI ვერსია BBC-ის წერის კურსს წარუძღვება