in

Red Bull Music Academy-ს მეოცე საიუბილეო შეკრებას ქართველი მუსიკოსი დაესწრება

თორნიკე მარგველაშვილი, Mess_Montage-ს სახელით ცნობილი ქართველი მუსიკოსი Red Bull Music Academy-ს მეოცე საიუბილეო მოწვევაში მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიოში მოძრავი ღონისძიება წელს, ბერლინში ბრუნდება და 8 სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე, 61 მუსიკოსს 37 ქვეყნიდან, 5 კვირიანი ლექციებით, სტუდიური სესიებითა და მუსიკალური აქტივობებით უმასპინძლებს.

ავტორი: Chester Holme

ყოველ წელს, აკადემია ათასობით აპლიკაციას იღებს. ჟიური ყურადღებით ეცნობა აპლიკანტების ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. არჩევს მათ, ვისაც უნიკალური სტილი და გამოცდილება აქვს. წელს, რეზიდენტები 37 ქვეყნიდან შეიკრიბნენ: კენია, სამხრეთ კორეა, მექსიკა, კანადა, ფილიპინები, რუსეთი, ახალი ზელანდია, თურქეთი, ესპანეთი, ბრაზიალია, საქართველო და ..

Mess_Montage ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელიც ქართული ფოლკლორით ინსპირირებულ „ამბიენთ“ მუსიკას ქმნის. მისი სადებიუტო ალბომი The Death of Optimus Prime 2017 წელს Shimmering Moods Recodrs-თან ერთად გამოვიდა.

2018 წლის ჯგუფში განსხვავებული სტილისა და ჟღერადობის მუსიკა მოიყრის თავს: იაპონიიდან, IDM-ი ირანის „ანდერგრაუნდ“ კლუბური სცენიდან, ჯაზის ახალი სკოლა დიდი ბრიტანეთიდან, დასამახსოვრებელი ჟღერადობის ელექტრონული მუსიკა, აფრო-საცეკვაო მუსიკა სამხრეთ აფრიკიდან, ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპი გერმანიიდან, ნეო-სოული ნიგერიიდან, დრონ/ექსპერიმენტალი – საქართველოდან, ინდუსტრიული ტექნო პოლონეთიდან, პოსტ-პანკი ამერიკიდან და ა.შ.

ავტორი: Chester Holme

Red Bull Music Academy – გლობალური მუსიკალური ინსტიტუტია, რომელიც 1998 წელს დაარსდა და თავიდანვე ითვალისწინებდა ლექციებისა და ვორქშოფების ციკლს, წლის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილ მუსიკალურ ღონისძიებებს. Red Bull Music Academy-ს კურსდამთავრებულების საერთო რიცხვი 1500-ზე მეტია. აკადემიაში ლექციებს კითხულობდნენ: ბრაიან ენო, ფილიპ გლასი, ერიკა ბადუ, რუიჩი საკამოტო, დ’ანგელო, ჯორჯ ქლინტონი, ნილე როჯერსი, ჯორჯო მორდორი, ქუესთლავი, სტივენ ო’მელი, რაკიმი, RZA, სტივ რეიჩი, M.I.A, ბობ მუგი, ტომ ობერჰეიმი, დონ ბუჩლა, როჯერ ლინი, დეივ სმიტი…

აკადემიის უამრავი კურსდამთავრებული კი სცენის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა: სოულის მომღერალი ალოე ბლაკი; ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის პროდუსერი Flying Lotus, ბრიტანელი მომღერალი კეტი ბ; Red Bull Music Academy_ს კურსდამთავრებულების სიაში ნახავთ: ნინა კრავიცს, სევდალიზას, ჯემი ვუნს, ტოკიმონასტას და ა.შ.

http://redbullmusicacademy.com
https://www.redbullradio.com
http://facebook.com/RedBullMusicAcademy
http://twitter.com/RBMA
http://instagram.com/rbma
#RBMA @RBMA

EMERGE Conference in Minsk opens  call for startups from New East

ქართველ ქალთა სახეები ხელსაწყოების ბრენდ INGCO-ს ვიდეორგოლების სერიაში