in

„დედა, აყვანილი ვარ?“ – რეკლამა, რომელსაც 24 საათში 3 მილიონი ნახვა აქვს

RC Cola-ს ახალი რეკლამის ნახვის შემდეგ, აუცილებლად მრავალი აზრი გაგიელვებთ თავში და ნამუშევრის ჟანრზეც ვერ ჩამოყალიბდებით: დრამა, მელოდრამა, საშინელებათა, ფანტასტიკა, ტრაგიკომედია, თუ რა?

თუმცა მის შემქმნელებს, ფილიპინური სააგენტო Gigil-ის წარმომადგენლებს თუ ვკითხავთ, ნამუშევარი Z-თაობისთვის შეიქმნა, ვისაც ისეთი რაღაცები მოსწონთ, პასუხს მარტივად რომ ვერ ამოხსნი. და აღმოჩნდა, რომ ამ მიდგომამ გაამართლა. როგორც reportr.world ირწმუნება, რეკლამის გაშვებიდან 24 საათში ნამუშევარს 3 მილიონი ორგანული ნახვა ჰქონდა.

მოკლედ, დიდი აზრი ამ ვიდეორგოლში არ უნდა ვეძებოთ. ესეც მისი შემქმნელების რეკომენდაციაა, მაგრამ პასუხისმგებლობას იღებენ, რომ რეკლამა პანდემიას ცოტა ხნით მაინც დაგვავიწყებს და რეალობიდან გაქცევის შესაძლებლობას მოგვცემს.

ჩაუსხედით და თავადვე გადაწყვიტეთ რეკლამის მორალი:

„შობას მაცივარი მაჩუქე?“ – ქეითი ძალიან გაბრაზებულია და ამას არც მალავს. სულ ტყუილად!

ACAG-ის პრინტ კონკურსი, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ