in

RC Cola-მ საკუთარ თავს აჯობა! და წელსაც, დამსახურებულად ირგებს ყველაზე უცნაური რეკლამის მქონეს სტატუსს

წინა ვიდეორგოლისა არ იყოს, ამ შემთხვევაშიც, რეკლამის მორალი საკუთარი ინტერპრეტაციებით შეგიძლიათ, იპოვოთ.

სწორედ მაშინ შემცდარხართ, როცა იფიქრეთ, რომ RC Cola-ს 2020 წლის რეკლამა ყველაზე უცნაური იყო. იმიტომ, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ!

ფილიპინურმა სააგენტო GIGIL-მა სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით საკუთარ წინა ნამუშევარსაც აჯობა და ამჯერად, რესტორანში ხელის თხოვნის რომანტიკული და ამაღელვებელი მომენტი გაგვიზიარა.

თუმცა მთავარი ამბავი ისაა, რომ მამაკაცის ხმით, წყლიან ჭიქაში მოთავსებული კბილის პროთეზი საუბრობს და უფრო მეტიც, მას საკმაოდ მრავალფეროვანი, პოლიგამიური ცხოვრება აქვს.

მოკლედ, ნახეთ ნამუშევარი და წინა ვიდეორგოლისა არ იყოს, მასში მორალიც თავადვე იპოვეთ:

აქვე, 2020 წლის ნამუშევარსაც შეგახსენებთ:

 

„დედა, აყვანილი ვარ?“ – რეკლამა, რომელსაც 24 საათში 3 მილიონი ნახვა აქვს

ამიერიდან WhatsApp-ის ჯგუფურ ზარში ჩართვას მოგვიანებითაც შეძლებთ!

ეკატერინე ებანოიძე და ზიზი ნასრაშვილი Leavingstone-ის გუნდს შეუერთდნენ