ბევრი ჭამა გასუქების გარეშე? ძალიან კარგად ჟღერს საიმისოდ, რომ სიმართლე იყოს, თუმცა, დიახ, ეს მალე შესაძლებელი გახდება. ამისათვის, მეცნიერები სპეციალურ კვლევას ატარებენ, რომელიც, პირველ ეტაპზე, თაგვებზე ჩატარდა. დიდი დროის განმავლობაში, თაგვებს ცხიმიან, მაღალკალორიულ საკვებს აჭმევდნენ, ამავდროულად კი, მათში RCAN1 გენს (Regulator of Calcineurin 1 კალცინეურინის რეგულატორი) ასუსტებდნენ. შედეგად, მათ წონაში არ მოუმატიათ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს მეთოდი ადამიენებზეც იმუშავებს და სპეციალურ ტაბლეტებზე იწყებენ მუშაობას. კვლევის ავტორები – ავსტრალიური უნივერსიტეტ Flinders University-ს მკლვევარები ამბობენ, რომ მალე შეგეძლებათ მიირთვათ იმდენი, რამდენიც გინდათ და ეს არ გახდება თქვენი ჭარბი წონის მიზეზი.
როგორ შეიძლება ბევრს ჭამდეთ და არ სუქდებოდეთ – მეცნიერების მიერ ნაპოვნი „გამოსავალი“












